ლევან იოსელიანი „ნაცმოძრაობას“ - არ ვაპირებ ტრიბუნა გამოვიყენო, რომ პასუხი გავცე ბრალდებებს და ტალახს, რაც თქვენმა პარტიამ მე და ალეკო ელისაშვილს გვესროლეთ - ამის საშუალება გვექნება

არ ვაპირებ ეს ტრიბუნა გამოვიყენო იმისთვის, რომ პასუხი გავცე ყველა ბრალდებას და ტალახს, რაც თქვენმა პარტიამ მე და ალეკო ელისაშვილს გვესროლეთ. ამის საშუალება გვექნება და აუცილებლად გაგცემთ პასუხს, - ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების" დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის საზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრებს.

ლევან იოსელიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლით დღეს არის დღე, როდესაც „სამართალმა პური ჭამა“.

„პირველ რიგში, მოგილოცავთ პარლამენტში შემობრძანებას. არ ვაპირებ ეს ტრიბუნა გამოვიყენო იმისთვის, რომ პასუხი გავცე ყველა ბრალდებას და ტალახს, რაც თქვენმა პარტიამ მე და ალეკო ელისაშვილს გვესროლეთ. ამის საშუალება აუცილებლად გვექნება და აუცილებლად გაგცემთ პასუხს. სამართალი ნამდვილად ურმით დადის და დღეს ის დღეა, როდესაც სამართალმა პური ჭამა. თქვენ სხედხართ აქ, მე ვდგავარ ტრიბუნაზე და გესაუბრებით, ბევრი რამის თქმა შემიძლია, უბრალოდ მირჩევნია ვილაპარაკო იმ საკითხებზე, რაც ჩვენს მოქალაქეებს ანაღვლებთ“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა