თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა

ჩვენ გვინდა რომ კომფორტის ზონა არ ჰქონდეს ხელისუფლებას და რაც უფრო ნაკლებად კომფორტულ ზონაში იქნებიან, უფრო კარგია ეს ხალხისთვის. გვინდა რეფორმები, თითოეულ ხმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა პარლამენტში შესვლის შემდეგ განაცხადა.

მან საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილება შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიების პარლამენტში შესვლის შემდეგ ბოიკოტისთვის აზრის დაკარგვით ახსნა.

„მე ვარ პარტია „კანონი და სამართალიდან“ დამოუკიდებელი დეპუტატი, თქვენ იცით გადაწყვეტილება ბოიკოტთან დაკავშირებით. მე ძალიან მყარად, ყოველთვის ვემხრობოდი ამ ბოიკოტს. ხელმომწერი პარტიები, ჩემი აზრით, ნაადრევად შევიდნენ პარლამენტში. მათ სრულიად შეცვალეს პოლიტიკური ვითარება. ბოიკოტი იყო განკუთვნილი იმისთვის, რომ ყოფილიყო ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც აღარ არის პარტიების ნაწილის შესვლის შემდეგ და მრავალპარტიული გახდა. ახლა უკვე ოპონენტს, რომელსაც ჩვენ პრეტენზიებს ვუყენებთ, ამ შემთხვევაში ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, უფრო აწყობს ის, რომ მრავალპარტიულია. შენ იქნები თუ არ იქნები რაოდენ მსხვილი ოპოზიციური პარტიაც არ უნდა იყო, უკვე მათთვის მნიშვნელობა აღარ აქვს, პირიქით უფრო კომფორტულია. ჩვენ გვინდა, რომ ეს კომფორტის ზონა არ ჰქონდეს ხელისუფლებას და რაც უფრო ნაკლებად კომფორტულ ზონაში იქნებიან, უფრო კარგია ეს ხალხისთვის. გვინდა რეფორმები, თითოეულ ხმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.

რაც შეეხება არჩევნების გაყალბების ნაწილს, მე ისევ იმ პოზიციაზე ვარ, რომ არჩევნები გაყალბდა. მინდა კომისია შეიქმნას, რომელიც გამოიკვლევს არჩევნების გაყალბებას ვინაიდან კობახიძემ თქვა, რომ გადავითვალოთ ბიულეტენებიო, ბიულეტენებს ვერავინ ვეღარ გადათვლის, რადგან ის უკვე გადათვლილი აქვთ. მაშასადამე რა უნდა გვაკეთოთ? პროკურატურაში ოპოზიციის მიერ შეტანილი დაუბალანსებელი ათასობით ბიულეტენი, რომელიც პროკურატურამ წარმოებაში არ მიიღო, კეთილი ვინებოთ და ამ საგამოძიებო კომისიის მუშაობით წარმოებაში მივაღებინოთ. რატომ არ ვაწერ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს? იმიტომ, რომ მანდატი ამომრჩეველმა შარლ მიშელის დოკუმენტით კი არ მოგვანიჭა, მანდატი მოგვანიჭა ამომრჩეველმა ამ დოკუმენტამდე. მათ გვირჩიეს, იქნებ გააკეთოთ. მე არ შემიძლია, იმ ადამიანების თვალები რომ მახსენდება, რომლებიც გვენდობიან, რომ ამ ამნისტიას უნდა მოვაწერო ხელი“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა