შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი დესტრუქცია და ქვეყნის ჯანჯღარი იყო და როგორც ჩანს, კვლავ აპირებენ, იგივე გააგრძელონ

მათი დღის წესრიგი დესტრუქცია და ქვეყნის ჯანჯღარი იყო და როგორც ჩანს, კვლავ აპირებენ, სწორედ იგივე დღის წესრიგი გააგრძელონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დესტრუქციის მაგალითი პარლამენტის წინ კვლავ გაშლილი კარვები და 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერაზე უარის თქმაა.

„თავად ფაქტი, რომ 19 აპრილის შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს და განცხადებები, რომლებსაც აკეთებენ და ის ფაქტი, რომ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები არ აშალეს და ისე შემოვიდნენ, მიუთითებს, რომ კვლავ აპირებენ გააგრძელონ დესტრუქციული დღის წესრიგი. 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერაზე უარის თქმა დესტრუქციის გზის გაგრძელებას ნიშნავს.

საქმის კეთება, რომ უნდათ, ეს უნდა დაამტკიცონ. მათ ბოლო 8-9 წლის განმავლობაში საერთოდ საქმე არ უკეთებიათ ეს ერთი და მეორე, დღის წესრიგი მათი დესტრუქცია და ქვეყნის ჯანჯღარი იყო, და როგორც ჩანს, კვლავ აპირებენ, რომ სწორედ იგივე დღის წესრიგი გააგრძელონ. ვნახოთ, მათი გადასაწყვეტია, ყველა ინსტრუმენტი აქვთ, რაც პარლამენტის წევრს აქვს.

19 აპრილის შეთანხმებას უნდა მოაწერონ ხელი, რათა ვიმუშაოთ სხვადასხვა რეფორმებზე. რაც შეეხება მაგალითს, დესტრუქციისას გავიხედოთ პარლამენტის წინ და დავინახავთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დესტრუქციის მაგალითს, კარვები კვლავ გაშლილია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა