ლადო კახაძე - შესაძლებელია სენსორების მომზადება, რომ თუ მძღოლი საჭესთან ნასვამი იქნება, ძრავა არ ჩაირთოს

სენსორების მომზადებაც შესაძლებელია, რომ საჭესთან თუ მძღოლი იქნება ნასვამი იმ დასაშვები ნორმის ზემოთ, მანქანის ძრავა არ ჩაირთოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ პლენარულ სხდომაზე განცხადა, სადაც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვაზე პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრების ინიციატივა განიხილებოდა.

მისივე თქმით, ნასვამი მძღოლი არის პოტენციური საფრთხე.

„რეგულირება ტვინის ფუნქციაა, დერეგულირება უტვინობის. მე ეს თემა გავხსენი სოციალურ ქსელში და ახლაც მინდა თქვენ გაგიზიაროთ. ნანოტექნოლოგიები ისეთ მაღალ დონეზე ავიდა, სენსორების მომზადებაც შესაძლებელია, რომ საჭესთან თუ მძღოლი იქნება ნასვამი იმ დასაშვები ნორმის ზემოთ, მანქანის ძრავა არ ჩაირთოს. ალკოჰოლს ორგანიზმი ვერ დამალავს, როგორც არ უნდა შეეცადოს. ეს არის ძალიან ადვილი მისაღწევი, ოღონდ ეს უნდა მოინდომოს ვიღაცამ, უნდა მოინდომოს მეცნიერებამ. ეს იქნება კარგი სვლა. რაც შეეხება გამკაცრებას, მხარს ვუჭერ ამ დასჯას და ვიქნები გამკაცრების მომხრე, რადგან ნასვამი მძღოლი არის პოტენციური საფრთხე სხვისი სიცოცხლის ხელსაყოფად. გაბრაზებული, უძინარი ადამიანის საჭესთან ჯდომა, არ შეიძლება“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო