სალომე სამადაშვილი - შეცდომად მიმაჩნია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს, რადგან ამ დოკუმენტის საფუძველზე ვმუშაობთ პარლამენტში

შეცდომად მიმაჩნია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს, რადგან ამ დოკუმენტის საფუძველზე ვმუშაობთ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ის, რომ ოპოზიციის რიგები გაიზარდა პარლამენტში, თავისთავად ეს არის პოზიტიური მოვლენა.

„თქვენ იცით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში და ამ თვალსაზრისით იმედი გვაქვს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტაცია მხარს დაუჭერს ჩვენს ინიციატივებს.

ზოგადად, მიმაჩნია, რომ წარმომადგენლობითობის პრინციპის დაცვის თვალსაზრისითაც ძალიან კარგია, რომ ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქცია იქნება სრულად დაკომპლექტებული პარლამენტში, ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტების სწორად მუშაობის პრინციპი და შესაბამისად სწორი ნაბიჯია "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, მათ შორის, მათი პარტიული ინტერესების გათვალისწინებითაც.

მე შეცდომად მიმაჩნია, რომ არ აწერს "ნაციონალური მოძრაობა" ხელს მიშელის დოკუმენტს, რადგან ამ დოკუმენტის საფუძველზე ვმუშაობთ, ჩვენ დღეს პარლამენტში. მაგრამ მათი გადასაწყვეტია და შესაძლოა გადახედონ ამ გადაწყვეტილებასაც მომავალში, ვნახოთ!”, - განაცხადა სამადაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა