დეველოპერული კომპანია ,,იორკ თაუერსი’’ უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის FIABCI-ს წევრი გახდა

უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაცია FIABCI -სა და დეველოპერულ კომპანია ,,იორკ თაუერსს’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უძრავი ქონების სფეროში უმსხვილესი ფედერაცია FIABCI 1951 წელს პარიზში დაარსდა და 70 ქვეყნიდან ერთ მილიონზე მეტ წევრს აერთიანებს. ფედერაციის წევრებს შორის არიან მსოფლიოს წამყვანი დეველოპერული კომპანიები, ინვესტორები, არქიტექტორები, უძრავი ქონების მართვის სააგენტოები, სახელმწიფო უწყებები და დარგის ექსპერტები.

„ფედერაციის მიერ წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ფორუმი, გამოფენა და კონგრესი იმართება. FIABCI არის უძრავი ქონების სფეროში, ოსკარად წოდებული FIABCI World Prix d'Excellence Awards-ის დაჯილდოების ცერემონიის დამფუძნებელი. FIABCI GEORGIA-სთან ერთად, საერთაშორისო დეველოპერული კომპანია ,,იორკ თაუერსი’’ მონაწილეობას მიიღებს ყველა ზემოთ ხსენებულ ღონისძიებაში, ასევე აქტიურად განახორციელებს ფროფერთი ტურებს ლისსა და ტაბახმელაში, სადაც კომპანიას ამჟამად საცხოვრებელ მულტიფუნქციურ კომპლექსებს აშენებს. აღსანიშნავია, რომ ორივე პროექტში მთლიანი ტერიტორიის 40% -ზე მეტს სარეკრეაციო სივრცე დაიკავებს.

საერთაშორისო დეველოპერული კომპანია “იორკ თაუერსი” უკვე 5 წელია, რაც წარმატებით ოპერირებს ბაზარზე, კომპანიამ სრულიად ახალი მიმართულება აირჩია, რაც მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას გულისხმობს, რომელიც თანხვედრაში იქნება ქვეყნის მთავარ ტენდენციასთან, შექმნას ჯანსაღი და ეკო-მეგობრული გარემო, რაც შეიძლება მეტი სარეკრეაციო ზონით, თანამედროვე ვილებითა და ბაღებით” , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო