მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ -  თუ შიშზე ლაპარაკობენ, ხვალ დილით ისევ უნდა მოვიდნენ და აქ არ დავხვდებით? - აგონიაში არიან

ჩვენ ვერ დაგვესიზმრებოდა ნიკა მელია რა განცხადების გაკეთებას აპირებდა. პოლიტიკური განცხადებები თუ უნდოდათ, პოლიტიკური განცხადება იწყება სამშაბათს 12:00 საათზე და გრძელდება სამი საათის განმავლობაში - ახლა მაინც ისწავლიან,- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებებს, რომ პლენარული სხდომა ნიკა მელიას მოსალოდნელი განცხადების გამო დაასრულეს.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგი დესტრუქციულია.

"დღის წესრიგი აქვს პარლამენტს. ხვალ კენჭისყრები უნდა ჩატარდეს იმ საკითხებზე, რომელიც განხილული იქნა დღეს. თუ შიშზე ლაპარაკობენ, ხვალ დილით უნდა მოვიდნენ ისევ და არ დავხვდებით აქ? აგონიაში არიან. 50 ადამიანი იყო გარეთ შეკრებილი მაგ დასახვედრად და ამის შიშით 6 საათი ვერ შემოდიოდნენ პარლამენტში. ყველაფერი პიარკუთხითაა მათ ტვინში მოხარშული - ახლა რა ვთქვათ, ჩვენ საღამოს შემოვედით, დაღამდა ამასობაში და რადგან სხდომა დამთავრდა, მოდი ვთქვათ, რომ შეეშინდათ და გაიქცნენო. ამ პრიმიტიული ლოგიკის მსხვერპლნი არიან. საკუთარ თავში იპოვონ ძალა რომ რეალურ საკითხებზე და პრობლემებზე ისაუბრონ, რაც მართლა აწუხებს ხალხს. ზოგი მათგანი მაინც თუ მოახერხებს რომ რეალურ ხარვეზებზე მიგვითითონ, დიდი სიამოვნებით შევალთ დისკუსიაში და საქმეს გავაკეთებთ. მათი დღის წესრიგი ვნახეთ რაც არის. 7 თვე ქვეყანას აჯანჯღარებენ. 7 თვეა საბოტაჟზე მიდიან, ამბებს იგონებენ. გასაგებია, რომ მათი დღის წესრიგი დესტრუქციულია. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და ამასობაში ამ კამათის მიღმა საქმე კეთდება",- განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო