ხატია დეკანოიძე - პარლამენტის ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტი მოხდა, როცა უმრავლესობამ ბოიკოტი გამოუცხადა სესიას - ჩამოშლილი ხელისუფლება, შიშის გამო გაექცა მთავარ ოპოზიციურ ძალას

ბატონმა კუჭავამ მიიღო გადაწყვეტილება 10 წუთში დაესრულებინა სხდომა. ამ გაკოტრებულ პოლიტიკურ ძალას არ აქვს არავითარი საყრდენი. ერთადერთი, რაც შეუძლიათ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ შიშით 10 წუთში დაასრულონ საპარლამენტო სესია, ისე რომ არცერთი საკითხი არ განიხილონ, რომელიც ბიუროზე იყო გამოტანილი , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას ნიკა მელიას განცხადების შეეშინდა და სხდომა დროზე ადრე დაასრულა.

„დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო საქმიანობის დაწყების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ისტორიაში მოხდა უპრეცედენტო ფაქტი, როცა უმრავლესობამ და ხელისუფლებამ ბოიკოტი გამოუცხადეს სესიას და სხდომას. მას შემდეგ, რაც დღეს ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მივიღებთ მონაწილეობას და ისეთი საკითხის განხილვაში, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, მათ შორის პარტიების დაფინანსების საკითხის ჩახსნა, ამნისტიის კანონპროექტის განხილვა და როცა კიდევ 10-ზე მეტი საკითხი იყო განსახილველად შემოტანილი, საპარლამენტო სესიის დარბაზში შემოსვლისთანავე 10 წუთში უმრავლესობამ დაასრულა სხდომა და გაიქცა სხდომის დარბაზიდან.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს - „ქართული ოცნება“, უმრავლესობა, ჩამოშლილი ხელისუფლება, შიშის გამო გაექცა მთავარ ოპოზიციურ ძალას, რომელსაც დისკუსიაში მონაწილეობა ნამდვილად აინტერესებდა ისეთ საკითხებში, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი და ადასტურებს „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელების საკითხებს. ბატონმა კუჭავამ მიიღო გადაწყვეტილება 10 წუთში დაესრულებინა სხდომა. ამ გაკოტრებულ პოლიტიკურ ძალას არ აქვს არავითარი საყრდენი. ერთადერთი მათ რაც შეუძლიათ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ შიშით 10 წუთში დაასრულონ საპარლამენტო სესია, ისე რომ არცერთი საკითხი არ განიხილონ, რომელიც ბიუროზე იყო გამოტანილი. მათ ასევე შეეშინდათ ნიკა მელიას მიმართვის და ყველა ჩვენი ბლოკის წევრის ჩართულობის ამ სესიაზე. ჩვენ ვაპირებთ ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის მოტანას და დისკუსიაში ჩართვას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ეკატერინე ციმაკურიძე - განსაკუთრებული პრობლემაა ხელისუფლების მცდელობები თავი აარიდოს 19 აპრილის შეთანხმების ისე შესრულებას, როგორც ეს თავად ამ შეთანხმებითაა ნაგულისხმევი
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2021
სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა
ჭარბი წონა მსოფლიოში არა მხოლოდ პრობლემა,  დიდი ხანია, პანდემიაა (R)
"თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში“ კონფერენცია „კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ გაიმართა
ტერაბანკმა FMO-სგან გრძელვადიანი დაფინანსება მიიღო