კარლ ჰარცელი - გუშინ მნიშვნელოვანი მომენტი იყო, როცა პარლამენტში 148 დეპუტატი ვიხილეთ - ველოდები, რომ „ნაცმოძრაობა“ განიხილავს შეთანხმებაზე ხელმოწერას და წარმოჩნდება როგორც კონსტრუქციული ძალა

გუშინ მნიშვნელოვანი მომენტი იყო, როდესაც პარლამენტში 148 დეპუტატი ვიხილეთ, რაც ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობის დაწყების შესაძლებლობას იძლევა, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 19 აპრილის შეთანხმებას ხელს მოაწერს.

„იმედი მაქვს და ველოდები, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ განიხილავს ამ დოკუმენტზე ხელმოწერის შესაძლებლობას და წარმოჩნდება როგორც კონსტრუქციული ძალა და როგორც პარლამენტში ყოფნის პასუხისმგებლობის აღება, ასევე დოკუმენტზე ხელმოწერის შესაძლებლობის გამოყენება ამ მზაობის ძლიერი სიგნალი იქნება“, - განაცხადა ელჩმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო