სანდრო რაქვიაშვილი - რაც უფრო მეტს ილაპარაკებს გიორგი გახარია, მით უფრო ნაკლები რეიტინგი ექნება

რაც უფრო მეტს ილაპარაკებს გიორგი გახარია, მით უფრო ნაკლები რეიტინგი ექნება საბოლოო ჯამში, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარია არადამაჯერებელ განცხადებებს აკეთებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ან იტყუება ან თავადაც „მარიონეტი იყო“.

„გახარია იყო ქვეყნის პრემიერ- მინისტრი და ორი ალტერნატივაა - ან იტყუება ან მარიონეტი იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში.

ბევრად დიდი მოლოდინი მქონდა გახარიასგან და არ მგონია, რომ რაიმე პოლიტიკური მომავალი აქვს, თუ ასე გააგრძელა. თუ ადამიანი ამბობს, რომ კორუფციაა ქვეყანაში ან ამის რისკები არსებობს, უნდა იყოს ძალიან მკაფიო, რადგან პირველი პირი იყო ქვეყანაში, ისეთი მაგალითი უნდა მოიყვანოს, რომელიც დაგვაჯერებს, რომ ჰქონდა მცდელობა პრობლემის გამოსწორების და ვერ გამოასწორა, რაღაც გარემოებების გამო, თუნდაც, არაფორმალური მმართველობის, მაგრამ კონკრეტული მაგალითია საჭირო,“ - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო