მიხეილ სარჯველაძე - ახლა, ხომ გასაგებია, რომ გახარია დაინტერესებულია ვითარება იმგვარად წარმოაჩინოს და შექმნას სურათი, რომლითაც შეეძლება პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს

ახლა, ხომ გასაგებია, რომ გიორგი გახარია ამ შემთხვევაში დაინტერესებულია ვითარება წარმოაჩინოს იმგვარად და შექმნას სურათი, რომლითაცშეეძლება პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს,- ასე აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ პოლიტიკური მოძრაობა " საქართველოსთვის" თავმჯდომარის გიორგი გახარიას იმ განცხადებებს, რომელიც მან "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.

მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ გახარიას განცხადებებს არავითარი დამაჯერებლობა არ გააჩნია.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას განცხადებიდან არ დასტურდება, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა.

„ახლა, ხომ გასაგებია, რომ ბატონი გიორგი ამ შემთხვევაში დაინტერესებულია ვითარება წარმოაჩინოს იმგვარად და შექმნას სურათი, რომლითაც შეეძლება პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს. ნამდვილად აღარ არის დამაჯერებელი ამ სიტუაციაში, მაგრამ ყველაზე მთავარი კითხვა, რომელიც ისმის არის ის, რომ თუ ის ამ პრობლემებს ამჩნევდა და ხედავდა, როდესაც ის იყო მთავარი ხელისუფალი, შეიძლება რომ ამ წუთას სანდო იყოს ის განმარტებები? მე მგონი, რომ არა. ვფიქრობ, რომ სერიოზულ განხილვას არ იმსახურებს", აცხადებს სარჯველაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს