რიგის პარკის რეაბილიტაცია ხორციელდება

ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში, რიგის პარკის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძედედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძე აღნიშნავს, ტერიტორიას ასევე დაემატება გამწვანებული თარგები, გაიზრდება მწვანე საფარის მოცულობა.

„ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში, რიგის პარკის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. დაახლოებით, 40 ათასი კვადრატულ მეტრის სივრცის კეთილმოწყობა ხდება. ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საბავშვო და სპორტული მოედნების პროექტის განხორციელება, საფეხმავლო ბილიკების განახლება, ვიდეომეთვალყურეობის და სარწყავი სისტემების მოწყობა. ტერიტორიას ასევე დაემატება გამწვანებული თარგები, გაიზრდება მწვანე საფარის მოცულობა, რასაც ყველა პროექტში მაქსიმალურად ვითვალისწინებთ. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში გაკეთდება ფანჩატურები, სავარჯიშო ადგილები, ასევე ბავშვებისთვის იქნება სპეციალური ზონები, სადაც ატრაქციონები მოეწყობა. მედიათეკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოეწყობა შადრევანი. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 4,5 მილიონი ლარის შეადგეს“, - აღნიშნავს კახა კალაძე.

მან კიდევ ერთ პროექტზე ისაუბრა, კერძოდ, ვაჟა-ფშაველას გამზირზე დაწყებულია მარშალ გელოვანის სახელობის პარკის რეაბილიტაცია, რომლის ფართობიც 5 ათასამდე კვადრატულ მეტრს შეადგენს.

„იცვლება საფეხმავლო სავალი, მოეწყობა პანდუსები. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საბაღე ფურნიტურა, დამატებით გამწავნებული თარგები. რეაბილიტირდება არსებული შადრევანი. ამ პროექტის ფარლგებში იზრდება მწვანე სივერცეების რაოდენობა. იგეგმება საბავშვო მოედნის განახლება, სასმელი წყლის და განათების სისტემების მონტაჟი. სკვერში მოეწყობა სარწყავი სისტემა“, - აღნიშნავს კალაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს