„სტრატეგია აღმაშენებელი“ ინიციატივით გამოდის, 20 ივნისს დაზარალებულებს სახელმწიფომ პენსია დაუნიშნოს

„სტრატეგია აღმაშენებელი“ გეგმავს დაარეგისტრიროს კანონპროექტი, რომლითაც 20 ივნისს დაზარალებულებს სახელმწიფო პენსიას დაუნიშნავს, კომპენსაციას გადაუხდის და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის პასუხისმგებლობას აიღებს.

პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ამნისტიის კანონიდან ასევე ამოღებული უნდა იქნას უარის თქმის პრინციპი.

„სამწუხაროდ, ამნისტიის კანონი იქცა ისევ პოლიტიკური ძიძგილაობის საგნად და ვფიქრობ, ეს ეწინააღმდეგება შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის იმპლემენტაციას. ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ „ქართულ ოცნებას“, რომელიც კობახიძის „ნოუჰაუთი“ ცდილობს გაართულოს ამნისტიის კანონის იმპლემენტაცია. მეორე მხრივ ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ეწინააღმდეგება აბსოლუტურად ყველაფერს ამ საკითზე. „სტრატეგია აღმაშენებელი“ გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას სპეციალური კანონი, რომლითაც 20 ივნისს დაზარალებულებს მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია, დაენიშნება პენსია სახელმწიფოს მხრიდან და რაც მთავარია, მთელი მათი ცხოვრების მანძილზე სახელმწიფოს ექნება სრული ვალდებულება უზრუნველყოს მათი სამედიცინო ხარჯების დაფარვა და ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაცია,“ - განახადა ვაშაძემ.

ვლადიმერ ფესენკო - ვიდრე აშშ-რუსეთს, ნატო-რუსეთსა და ეუთო-რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსეთის მხრიდან ომის დაწყების ალბათობა დაბალია, შემდეგ კი გამორიცხული არაფერია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
იუჯითიმ წარმატებით გაიარა კიდევ ერთი, ამჯერად ISO 20000 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირება
„ბლოქსის“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში
Kontakt Home-ში გრანდიოზული აქცია იწყება - საღამოს ბაზარი მხოლოდ ორი დღით, 28-29 იანვარს
პროექტის - „აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობა“ პრეზენტაცია გაიმართა
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი