საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის I კვარტალში 125.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის წინასწარ მონაცემებზე 28.3%-ით ნაკლებია

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის I კვარტალში 125.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 28.3 პროცენტით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

“საქსტატის“ ინფორმაციით, შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რეინვესტიციის მოცულობის შემცირება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში.

„პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 88.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 70.5 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება რუსეთი - 31.9 მლნ. აშშ დოლარით (25.4 პროცენტი), ხოლო მესამეზე თურქეთი - 24.5 აშშ დოლარით (19.5 პროცენტი). 2021 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 93.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 74.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 35.5 მლნ. აშშ დოლარით (28.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 27.9 მლნ. აშშ დოლარით (22.2 პროცენტი)“, - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დაზუსტებული მონაცემები 2021 წლის 16 აგვისტოს გამოქვეყნდება, რამაც „საქსტატის“ ინფორმაციით, შესაძლოა გამოიწვიოს წინა პერიოდების მონაცემების ცვლილება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა