ლევან ხაბეიშვილი - „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ჩვენი ყურება, ჩვენი აქტიურობის მოსმენა და ჩვენს შეკითხვებზე პასუხის გაცემაც

„ნაციონალური მოძრაობის წევრის" ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტს მხარს არ და ვერ დაუჭერენ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრინციპული საკითხია.

„ამნისტიის კანონს მხარს არ და ვერ დავუჭერთ, ორივე პროექტში გათვალისწინებულია ის, რომ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები გათანაბრებული არიან ფაქტობრივად იმ კრიმინალებთან, რომლებმაც კონკრეტულ ადამიანებს, მათ შორის ახალგაზრდებს ჯანმრთელობა მოუსპეს და მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ დაღით უნდა იცხოვრონ. ამიტომ, ჩვენ პრინციპულად მიგვაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამნისტიას მხარს არ და ვერ დაუჭერს“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

გარდა ამისა, მან გუშინ, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლაც შეაფასა და აღნიშნა, რომ „ხელისუფლებას სერიოზული დისკომფორტი აქვს, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტშია“.

„სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს „ქართული ოცნების“ ეს მდგომარეობა, თუმცა, მათ მოუწევთ მათ შორის კითხვებზე პასუხის გაცემა, ჩვენი ყურებაც, ჩვენი აქტიურობის მოსმენაც, ჩვენს შეკითხვებზე პასუხის გაცემაც. ფაქტია, რომ ამ ადამიანებს გუშინ დღიდან პარლამენტში კომფორტი ვეღარ ექნებათ“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდა, მაგრამ მედიატორ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ აწერს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა