ლევან ხაბეიშვილი - გიორგი გახარიამ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ „ქართული ოცნება“ ორად არის გაყოფილი, რაღაცას ვერ იყოფენ

გიორგი გახარიას გუშინდელი გამოსვლა ფაქტობრივად დადასტურება იყო იმის, რომ „ქართული ოცნება“ ორად არის გაყოფილი, შიდა დაპირისპირება აქვთ, რაღაცას ვერ იყოფენ, - ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის წევრმა", ლევან ხაბეიშვილმა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუშინდელი ინტერვიუ, რომელიც მან ტელეკოპანია „პირველს“ მისცა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, გახარიამ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ დამოუკიდებლად ვერც პრემიერ-მინისტრობის დროს იღებდა გადაწყვეტილებებს.

„გახარიას უნდა დაამტკიცოს, რომ დამოუკიდებელი ფიგურაა. არადა, გუშინვე ისაუბრა მან, რომ როგორც პრემიერ-მინისტრი მაშინაც კი ვერ იყო დამოუკიდებელი და ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები მიეღო, როგორც ქვეყნის მთავარ პირს, გაექცა თანამდებობასაც და პასუხისმგებლობასაც. საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ „ქართული ოცნება“ ამ მიმართულებით ორად არის გაყოფილი. შესაბამისად, ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აქვს ჩვენს მოქალაქეებს მოსაგვარებელი, ვიდრე „ქართულ ოცნებაში“ გახარიას და კობახიძის დაპირისპირება“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყოფილ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს არ აღმერთებდა. კითხვაზე, არის თუ არა მისთვის ივანიშვილი კულტი, გახარია ამბობს, რომ არა.

„არ არის ეს ყველაფერი ასე მარტივი. არა, მე არ ვაღმერთებდი. თუ მის მიმართ პატივისცემა მქონდა, ეს ჩემ მიერ აღიარებული პატივისცემა იყო“,- განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, დღეს, ვინც ამინდს ქმნის, იმ ადამიანების რესურსი სრულად ამოწურულია. გახარიას აზრით, მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას მათთან დაპირისპირების არანაირი რესურსი არ აქვს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო