გიორგი ხოჯევანიშვილი - მმართველ გუნდს მოვუწოდებდი, იმოქმედონ კანონის ფარგლებში და მოუკლონ ცრუ ინფორმაციების გავრცელებას ჩვენთან დაკავშირებით

პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი მმართველ გუნდს მოუწოდებს მათთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მმართველი გუნდი დღითიდღე უმატებს ყალბი ინფორმაციის ტირაჟირებას. შესაბამისად, მე მათ მოვუწოდებდი, რომ იმოქმედონ კანონის ფარგლებში და მოუკლონ ცრუ ინფორმაციების გავრცელებას ჩვენთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. იმ დღიდან, რაც დავიწყეთ პოლიტიკური აქტიურობა, ყველა ჩადგა ჩვენს ოპოზიციაში. ერთი მხარე გვაბრალებს „ნაცებთან“ ჩვენს მოკავშირეობას, მეორე მხარე „ქართულ ოცნებასთან“. ვფიქრობ, რომ ეს ორივე არის მცარი მიდგომა და ამას საზოგადოება ხედავს და რწმუნდება“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა