ანრი ოხანაშვილი გახარიაზე - როცა საუბრობს ნეპოტიზმზე და კორუფციულ სქემებზე, თუ ფაქტები აქვს, უნდა დადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის უხერხული

სულ მცირე უხერხულია, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შს მინისტრი საუბრობს იმ გუნდთან მიმართებაში და ისეთ საკითხებზე, რომელიც არაფერში ჯდება და არის ტყუილი, - ასე ეხმიანება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებებს.

მისი თქმით, მსგავსი საუბარი, რომელიც ფაქტებს არ ეყრდონა, ჭორაობაა.

„როცა საუბრობს ნეპოტიზმზე და კორუფციულ სქემებზე, თუ ფაქტები აქვს, უნდა დადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის უხერხული და თვითონ იყენებენ ხოლმე სიტყვა ჭორაობას, სწორედ ამას ემსგავსება ასეთი საუბარი საკითხებზე, რომელზეც ინფორმაცია უნდა ჰქონოდა თუ ასეთს ჰქონდა ადგილი და რეაგირებაც უნდა ჰქონოდათ. მათი პასუხისმგებლობაა თუ იცოდა და რეაგირებას არ ახდენდნენ,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა