ხატია დეკანოიძე - თალაკვაძის და უმრავლესობის წევრების ნაცვლად დემოკრატიაზე ნამდვილად არ ვისაუბრებდი, მაშინ, როცა მსოფლიომ აღიარა, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულებაა

პოლიტიკური მართლმსაჯულების კუთხით, თქვენი გუნდის სახელით დემოკრატიაზე, მართლმსაჯულებაზე, ამნისტიაზე და ა.შ. მე ნამდვილად არ ვისაუბრებდი, მითუმეტეს, როდესაც გაათანაბრეთ ადამიანები, რომლებიც გავრილოვის წინააღმდეგ გამოვიდნენ პროცესში და ის ადამიანები, ვინც დაასახიჩრეს საქართველოს მოქალაქეები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის მისამართით განაცხადა.

დეკანოიძემ უმრავლესობის წევრებს მიმართა და აღნიშნა, რომ 2013 წელს განხორციელებულ ამნისტიაში არავითარი დათქმები არ ყოფილა, ახლა შემუშავებული ამნისტიის კანონპროექტისგან განსხვავებით.

„ბატონი თალაკვაძის და უმრავლესობის წარმომადგენლების ნაცვლად ნამდვილად არ ვისაუბრებდი დემოკრატიაზე მაშინ, როდესაც მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ საქართველოში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება. ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ძალიან კარგად გვახსოვს თქვენი პოლიტიკური გუნდის შეფასებები, როდესაც არასდროს ყოფილა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ნიშნულზე. ორჯერ დააჭირეთ აქ ხელი ღილაკს და პროკურატურას ნიკა მელიასთან დაკავშირებული მოთხოვნა დაუკმაყოფილეთ. ამიტომ ვერც ბატონი თალაკვაძე, ვერც ბატონი კობახიძე და უმრავლესობის ვერც ერთი წევრი „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ განუსაზღვრავს თავის სტრატეგიას რაზე ვისაუბროთ და რაზე -არა. მოგწონთ თუ არა, ჩვენ წარმოვადგენთ მრავალათასიან ამომრჩევლებს და ესენი არიან ადამიანები, ვინც თქვენ დაყავით საზოგადოებაში და გამოარჩიეთ „სხვისი ამომრჩეველი“ და „ჩვენი ამომრჩეველი“. რაც შეეხება ამნისტიას, ბატონო ანრი, შეგახსენებთ, რომ თქვენი გუნდი 2013 წელს მოვიდა დიდი ამნისტიით, რომელშიც მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდიოდნენ. მაშინ არავითარი დათქმა არ ჩაგიდიათ იმ დათქმის ნაცვლად, რომელიც თქვენ ახლა ჩადეთ პოლიტიკური ლიდერის, ჩვენი თავმჯდომარის მიმართ. ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმაც ძალიან კარგად იციან, რატომ არის ეს დათქმა ჩადებული. პოლიტიკური მართლმსაჯულების კუთხით, თქვენი გუნდის სახელით დემოკრატიაზე, მართლმსაჯულებაზე, ამნისტიაზე და ა.შ. მე ნამდვილად არ ვისაუბრებდი, მითუმეტეს, როდესაც გაათანაბრეთ ადამიანები, რომლებიც გავრილოვის წინააღმდეგ გამოვიდნენ პროცესში და ის ადამიანები, ვინც დაასახიჩრეს საქართველოს მოქალაქეები. ეს არის წინაპირობა, რისთვისაც თქვენ აქ ხართ“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო