მამუკა მდინარაძე გახარიაზე - როცა ამბობს, 20 ივნისს პარლამენტში ვერავინ ვნახე და კურდღლებივით გაიქცნენო, ზვიად ძიძიგურის მაშინდელ კაბინეტში იმდენი ხალხი იყო, თავის უწყებასთან კომუნიკაცია მეორე ოთახში გასვლით უწევდა

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მცდარია პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადება, რომ მან 20 ივნისს პარლამენტში უმრავლესობის წევრები ვერ ნახა.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, 20 ივნისს ზვიად ძიძიგურის კაბინეტი უმრავლესობის დეპუტატებით სავსე იყო.

„ყველა ჟურნალისტი ხართ იმის მოწმე, ვინ იყო და ვინ არა. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ 20 ივნისს პარლამენტში ვერავინ ვნახე და კურდღლებივით გაიქცნენო, ზვიად ძიძიგურის მაშინდელი კაბინეტი უმრავლესობის დეპუტატებით იყო სავსე. იმდენი ხალხი იყო, თავის უწყებასთან კომუნიკაცია მეორე ოთახში გასვლით უწევდა. ეს ჩემი აზრით, დიაგნოზია იმ „ვორდინგის“ და ინტერვიუს შესაფასებლად, რაც გუშინ მან ერთ-ერთი ტელევიზიის მხრიდან შემოგვთავაზა“,-აღნიშნავს მდინარაძე.

როგორ მდინარაძე აღნიშნავს, გიორგი გახარიას მიერ ირაკლი კობახიძის მიმართ გავრცელებულ კრიტიკას რამდენიმე მიზეზი აქვს.

„თუ ოდნავ მაინც იცნობ „ქართული ოცნების“ შიდა სამზარეულოს და გინდა ზიანი მიაყენო, პირველ რიგში ირაკლი კობახიძეს უნდა დაარტყა, როგორც არამხოლოდ პოლიტიკურ ლიდერს, არამედ როგორ მენეჯერს, რომელზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული ამ პარტიაში და შიდა სამზარეულოში რასაც „ქართული ოცნების“ მენეჯმენტი ჰქვია. ბოლო წლებია მენეჯმენტი აგებულია ირაკლი კობახიძეზე, მას აქვს საუკეთესო მენეჯერის ბერკეტი“,-აღნიშნავს მდინარაძე.

ცნობისთვის, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში მისი გადადგომის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა რომ აღნიშნულ საქმეზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებები „შეშინებული კაცის ბოდვა" იყო.

„ეს არის შეშინებული კაცის ბოდვა, მეტი არაფერი არ არის. რეალობა იყო როგორი - პარტიის ხელმძღვანელობამ თხოვნით მომმართა, რომ 13 თებერვალს შევხვედროდი უმრავლესობას. როგორც ჩანს, ისინი ვერ არწმუნებდნენ უმრავლესობას მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაში და მთხოვეს, ამ პროცესში მიმეღო მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ამას დავთანხმდი რამდენიმე მიზეზის გამო - მაშინაც ვთვლიდი და დღესაც ვთვლი, რომ ადამიანი, რომელიც პარლამენტზე შტურმის ორგანიზატორი იყო, უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე და მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს. 13 თებერვალს შევხვდი უმრავლესობას და მათ სწორედ ამ პოზიციიდან ვუხსნიდი და ვუმტკიცებდი, რომ რა თქმა უნდა ჩვენ, თქვენ მელიას იმუნიტეტი უნდა მოუხსნათ რამდენიმე მიზეზის გამო“, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიამ 20 ივნისს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 20 ივნისს "პარლამენტი ცარიელი იყო" და ის პარლამენტში მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ეძებდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა