მამუკა მდინარაძე - მთელი ოპოზიცია დარაზმულია იმისთვის, რომ ნიკა მელიამ თქვას, ეს არის საშინელი ამნისტია და თან აუცილებლად უნდა შეეხოს

მთელი ოპოზიცია დარაზმულია იმისთვის, რომ ნიკა მელიამ თქვას, ეს არის საშინელი ამნისტია, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმების მხარე საერთოდ არ არის, თუმცა, ამის მიუხედავად, შეთანხმებაში ცვლილების შეტანას მაინც ითხოვს.

„პრინციპზე დგას ერთი ადამიანი, ნიკა მელია, რომელსაც არ უნდა, რომ აქტიური წინააღმდეგობა არ გაუწიოს ამნისტიის პროექტს, ამიტომ აფერხებს ეს ჩანაწერი, ამ შემთხვევაში მასზე ვერ გავრცელდება. მთელი ოპოზიცია დარაზმულია იმისთვის, რომ ნიკა მელიამ თქვას, ეს არის საშინელი ამნისტიაა და თან აუცილებლად უნდა შეეხოს. მეორე გაურკვევლობა, რომელსაც პასუხი სჭირდება, „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმების მხარე საერთოდ არ არის, სადმე ასეთი თუ გსმენიათ, რომ შეთანხმების მხარე არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტია, ორგანიზაცია, ფიზიკური პირი, იურიდიული პირი და ა.შ, აქტიურად არის ჩართული ამ შეთანხმების შესრულების რეალიზების გზების გადაწყვეტაში და თან ითხოვს ისეთ რამეს, რაც დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ იმასთან, წინააღმდეგობის გაწევა უნდა დარჩეს თუ არა მათ უწინარეს უფლებად, ასეთი რამ თუ გსმენიათ სადმე, თან მხარე არ იყო და თან ითხოვდე, ამ შეთანხმებაში ასე და ასე ჩაიდოსო. როგორც ჩანს, ამ დარბაზში ვიღაცები უკვე ვერ არკვევენ, ვინ, რას აწერს ხელს, გავრილოვის ჩამოყვანაზე ვინ მოაწერა ხელი, თუნდაც ფორმალური თვალსაზრისით, ვისი მოწვევით იყო ჩამობრძანებული ის ვაჟბატონი აქ იმ სავარძელში რომ ჩასკუპდა და მეორე, სლუცკი, ოკუპაციის კანონის დამრღევევი, ვინ ჩამოიყვანა და ვის მხარდასაჭერად, ესეც კარგად გაიხსენეთ ძალიან გთხოვთ, როდესაც ამ თემაზე საუბრობთ“,-განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო