დავით კირკიტაძე უმრავლესობას - საოცრება გავიგეთ თქვენი ყოფილი პრემიერისგან, როცა ერთის მხრივ აცხადებთ, რომ სახელმწიფო გადატრიალებას ჰქონდა ადგილი, არცერთი კაბინეტებში არ ყოფილხართ - სად იმალებოდით?

გუშინ საოცრება გავიგეთ თქვენი ყოფილი პრემიერისგან, როდესაც ერთის მხრივ აცხადებთ, რომ სახელმწიფო გადატრიალებას ჰქონდა ადგილი, არცერთი კაბინეტებში არ ყოფილხართ. თუ სახელმწიფო გადატრიალება ხდებოდა, სად გარბოდით, სად მიდიოდით, სად იმალებოდით? - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

როგორც კირკიტაძემ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მირ შემუშავებულ „ამნისტიის შესახებ“ კანოპროექტზე საუბრისას განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ კანონპროექტის მხარდაჭერა სამართლებრივად და მორალურად სწორად არ მიაჩნია.

„ჩვენ არ მიგვაჩნია მორალურად გამართულად, როდესაც დამნაშავეებს და მოძალადეებს ერთ სიბრტყეში ვაყენებთ ადამიანებთან, რომლებიც მართლა ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავდნენ 20 ივნისს. მეორე სასწაული გავიგეთ ამ დარბაზში ირაკლი ზარქუასგან, რომ მაკო გომურს სჭირდება თურმე ეს ამნისტია. დამნაშავე გახდა მაკო გომური თუ რატომ სჭირდება ეს ამნისტია? ეს არის ადამიანი, რომელიც დაზარალდა და სწორედ მაკო გომურის და საქართველოს ათასობით პატრიოტის გამო, რომელიც ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავდა, მათი უფლებების და ინტერესების დასაცავად ვართ აქ და ნამდვილად არ ვაპირებთ ამ ამნისტიას მხარი დავუჭიროთ. ეს როგორც სამართლებრივად არ არის სწორი, ასევე მორალურად არ იქნება მართალი.

რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, ჩვენ დიდ ნაწილში ამ დოკუმენტის სულისკვეთებას ვიზიარებთ, თუმცა, წარმოდგენილი ამნისტიის გამო არ ვუერთდებით ამ დოკუმენტს. თქვენ რაზეც ხელის მოწერა მოგიწიათ, ეს იყო საერთო ოპოზიციური ბრძოლის შედეგი და თქვენ მოგიწიათ გეღიარებინათ, რომ ეს არჩევნები ჩატარდა ლეგიტიმაციის ზღვარზე, ეს იყო ყველაზე პრობლემატური არჩევნები და იმას, უნდა იარსებობს ამ პარლამენტმა 4 წელი თუ უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, ქართველი ხალხი რეფერენდუმზე გაარკვევს. არ გვინდა თვალში ნაცრის შეყრა ჩვენი მოქალაქეებისთვის.

გუშინ საოცრება გავიგეთ თქვენი ყოფილი პრემიერისგან, როდესაც ერთის მხრივ აცხადებთ, რომ სახელმწიფო გადატრიალებას ჰქონდა ადგილი, არცერთი კაბინეტებში არ ყოფილხართ. თუ სახელმწიფო გადატრიალება ხდებოდა, სად გარბოდით, სად მიდიოდით, სად იმალებოდით? თუ ესეც არასწორი თქვა თქვენმა პრემიერყოფილმა და როგორც თქვენ მას რამდენიმე თვის წინ უწოდებდით სუპერძალოვანმა მინისტრმა?!“ - მიმართა კირკიტაძემ უმრავლესობის წევრებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა