აკაკი მინაშვილი - ნიკა მელიას ამნისტია არ სჭირდება! გამოსავალი მარტივია - ამოიღეთ დღის წესრიგიდან ამნისტია და დასრულდეს ამ თემაზე საუბარი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი „ქართულ ოცნებას“ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის დღის წესრიგიდან მოხსნას ურჩევს.

როგორც მან პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ამნისტიაზე საუბარი მხოლოდ კანონპროექტის დღის წესრიგიდან მოხსნის შემდეგ დასრულდება.

„დღეს ჩვენ ვსაუბრობთ „ამნისტიის კანონზე“. ის მართლა ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტშია და რომელსაც ჩვენ ხელი არ მოვაწერეთ. არ მოვაწერეთ სწორედ იმიტომ, რომ ამ ნაწილს არ ვეთანხებოდით - ნებისმიერი სახით პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება იმ ადამიანების, ვინც ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა გამოიყენა, მაგრამ პრადოქსი იცით რა არის? პარადოქსი სინამდვილეში ისაა, რომ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანაში რეფორმების გატარებაზეა პასუხისმგებელი, უწევს ასეთ დოკუმენტზე ხელისმოწერა, რომ რაღაც ნაბიჯები გადადგას და შარლ მიშელის ჩამოდის, რომ აიძულოს ხელისუფლება კონკრეტული ცვლილებების განსახორციელებლად.

მოსალოდნელი რაც იყო ის, მოხდა, მიუხედავად შეთანხმებისა მაინც სიყალბეში ვართ. იუსტიციის საბჭოს წევრები დანიშნეს, საარჩევნო კომისიაში რაღაც გადაადგილებას ახორციელებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამ ხელშეკრულების სულისკვეთების წინააღმდეგ ანუ ეს ყველაფერი სინამდვილეში არის ფარსი! თქვენი ხელმოწერაც ფარსია! ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ, საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთონ, უნდა იყოს ძალიან მაღალი მობილიზაცია იმისთვის, რომ შემოდგომაზე იყოს ცვლილება. რაც შეეხება ამნისტიას, თქვენც აღიარეთ და ყველა ამბობს, რომ ეს ამნისტიის იდეა ნიკა მელიას გამო იყო შემოტანილი, რომ ნიკა მელია პოლიტიკური დევნისგან გათავისუფლებულიყო. ნიკა მელიას ეს ამნისტია არ სჭირდება! არ უნდა! ამიტომ გამოსავალი მარტივია - ამოიღეთ დღის წესრიგიდან ამნისტია და დასრულდეს ამ თემაზე საუბარი, რადგან ძალიან მძიმე პასუხისმგებლობას მიიღებთ ამ დოკუმენტის მიღებით,“- განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა