რაგბის კლუბ „შვიდკაცას“ მწვრთნელი - რუსეთში წავიდა საუკეთესო მოთამაშეების საკმაოდ დიდი რაოდენობა, რითაც შიდა ჩემპიონატი დასუსტდა

რაგბის კლუბ „შვიდკაცას“ ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა პალიკო ჯიმშელაძემ და კლუბ „აკადემიის“ მთავარი მწვრთნელმა ლევან ობოლაძემ ქართულ რაგბში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

როგორც „შვიდკაცას“ მწვრთნელმა პალიკო ჯიმშელაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოლო რამდენიმე წელიწადია საქართველოს შიდა ჩემპიონატიდან რუსეთის ჩემპიონატში ბევრი „საუკეთესო მოთამაშე“ წავიდა. მისივე ინფორმაციით, სარაგბო „ფრენჩაიზში“ ჩართვით ქვეყნის ეროვნულ ჩემპიონატს კიდევ 40-მდე მორაგბე დატოვებს, რითაც მოთამაშეების რესურსთან ერთად, კლუბების რაოდენობაც შემცირდება.

ბოლო რამდენიმე წელიწადში, 2018-2019 წლიდან დაიწყო მოთამაშეების გადინება რუსეთში. რუსეთში წავიდა საუკეთესო მოთამაშეების საკმაოდ დიდი რაოდენობა, რითაც შიდა ჩემპიონატი დასუსტდა. პლიუს ამას გაჩნდა ახალი პრობლემა - „ფრენჩაიზი“, თუ პრეტენზია გვაქვს ექვს ერში თამაშზე, „ფრენჩაიზში“ ვეთამაშებით იმ კლუბებს რომელიც არის ჰოლანდიის, გერმანიისა და ბელგიის კლუბები, აქ უნდა წავიდეს 36-დან 40 კაცამდე. შიდა ჩემპიონატს კიდევ გამოაკლდება ეს 36-40 კაცი, გარდა ამისა გვაქვს ინფორმაცია, რომ მომავალი სეზონისთვის საკმაო რაოდენობის ბიჭები წავლენ რუსეთში. გამოდის, რომ შიდა ჩემპიონატში უნდათ დატოვონ 3 კლუბი, მთელი საუკეთესო მოთამაშეები რუსეთში მიდიან და იმათ შიდა ჩემპიონატს ვანვითარებთ. ფაქტია, რომ მათი ჩემპიონატი ჩვენი მოთამაშეებით უფრო გაძლიერდა და შემდეგ სეზონზე კიდევ უფრო გაძლიერდება. მოთამაშეები ფიზიკურად აღარ იქნება, რესურსის პრობლემა ყოველთვის იყო დიდი. ხდება შიდა ჩემპიონატის ხელოვნური დასუსტება, ჩვენ თვენახევარია ველოდებით ახალ პრეზიდენტთან შეხვედრას. ოფიციალურად კლუბებს რამდენი ექნებათ თანხა არავინ არაფერი არ ვიცით, გაიხსნება სატრანსფერო ფანჯარა და გუნდი ხომ უნდა დავაკომპლექტოთ, წინასწარ რა თანხის გამოყოფა შეგვეძლება არ ვიცით“, - განაცხადა პალიკო ჯიმშელაძემ.

კლუბ „აკადემიის“ მთავარი მწვრთნელის, ლევან ობოლაძის განცხადებით, ერთი წლის წინ ქართულ რაგბში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჩართულობით საინიციატივო ჯგუფი შედგა, თუმცა საინიციატივო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულფასოვნად არ აღსრულდა და „რაგბის კავშირის ჩინოვნიკებზე“ გავლენა არ იქონია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო