მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერა მოუწევს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერა მოუწევს. ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“მე არათუ ვიმედოვნებ, დარწმუნებული ვარ, მათ მოუწევთ შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერა. ამას ხაზგასმით ვამბობ. ჩვენ, შევეცდებით ეს ვუზრუნველყოთ. როგორც თავის დროზე ჩვენ მათგან დავიცავით ქართული ინსტიტუტები, საქართველოს სახელმწიფოს პრესტიჟი, როგორც დავიცავით ქართული კანონმდებლობა, ასევე შევეცდებით დავიცვათ ევროპული ინსტიტუტები და მათ პრესტიჟი“, - აღნიშნავს მდინარაძე.

მდინარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებაზეც იასუბრა, სადაც მან აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს. როგორც მდინარაძე აცხადებს, გიორგი გახარია და „ნაციონალური მოძრაობა“ მსგავსი მესიჯბოექსებით საუბრობს, რაც „ძალიან სამწუხაროა.

„რაც შეეხება პარლამენტის ლეგიტიმაციას, ძალიან სამწუხაროა, რომ მისი მეისჯბოქსი დაემთხვა „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქს. ისინი საუბრობენ პარლამენტის არალეგიტიმურობაზე და თვითონ ხედავთ, აქ ბრძანდებიან და საპარლამენტო საქმიანობაში ერთვებიან“, - აღნიშნავს მდინარაძე.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდა, მაგრამ მედიატორ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ აწერს. რაც შეეხება გიორგი გახარიას, ყოფილმა პრემიერმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ მმართველ გუნდს ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა