თინა ბოკუჩავა უმრავლესობაზე - ნიკა მელიას სხდომაზე გამოსვლის არაადეკვატური და პარანოიული შიში აქვთ

არაადეკვატური და პარანოიული შიში აქვთ ნიკა მელიას გამოსვლის და მე მესმის მათი, რადგან აქ სხედან ადამიანები, რომლებმაც ორჯერ მოუსხნეს მას საპარლამენტო იმუნიტეტი და ერთხელ ციხისთვის გაიმეტეს,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ ხელისუფლებამ "ფსევდოპროცედურული სპექტაკლი" დადგა, როცა პლენარული სხდომა დახურა, რადგან ნიკა მელიასთვის თვალებში ჩახედვა უმძიმთ.

„ძალიან იაფფასიანი პროცედურული ხრიკებით ნაადრევად დახურეს სხდომა გუშინ და პრაქტიკულად გაიქცნენ სხდომათა დარბაზიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პლენარულ სხდომათა დარბაზში შესვლიდან 10 წუთის შემდეგ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მათ არაადეკვატური და პარანოიული შიში აქვთ ნიკა მელიას გამოსვლის და მე მესმის მათი, რადგან აქ სხედან ადამიანები, რომლებმაც ორჯერ მოუსხნეს მას საპარლამენტო იმუნიტეტი. აქედან ერთხელ ის გაიმეტეს ციხისთვის, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულმა მათგანმა გადასარევად იცოდა, რომ არანაირი მტკიცებულება მელიას წინააღმდეგ არ არსებობს და მათ ძალიან უმძიმთ ნიკა მელიასთვის თვალებში ჩახედვა, მაგრამ ეს გუშინ თუ არ მოხდა, მოხდება ხვალ და მათ საკუთარი თავი აიგდეს მასხრად ამ ფსევდოპროცედურული ომით და სპექტაკლით, რაც გუშინ დადგეს,"- განაცხადა ბოკუჩავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს