ანრი ოხანაშვილი - ჩვენ ამნისტიასთან დაკავშირებით თანხმობას არ ვითხოვთ - თუ პირი წინააღმდეგობას არ აფიქსირებს, მას ამნისტია ავტომატურად შეეხება

ჩვენ ამნისტიასთან დაკავშირებით თანხმობას არ ვითხოვთ - თუ პირი წინააღმდეგობას არ აფიქსირებს, მას ამნისტია ავტომატურად შეეხება, - აღნიშნული განმარტება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების“ პროექტი პარლამენტში წარდგენილია ზუსტად ისეთი სახით, რაც შარლ მიშელის დოკუმენტშია ასახული, რათა პოლარიზაცია განეიტრალდეს.

“პროექტში ვერ ნახავთ სიტყვას, რომ პირმა თანხმობა უნდა გამოხატოს: “თანახმა ვარ ამნისტია შემეხოს“. ეს ასე არ არის. ამნისტია არის პირის უფლება. ოპოზიციის პროექტით, ადამიანს არ უნდა ვკითხოთ აზრი, მას სურს თუ არა ამნისტია. არ ვიცი, რაში შეიძლება ჯდებოდეს, რომ თუკი ადამიანს ამნისტია არ უნდა, უთხრა: - გინდა თუ არა, ამნისტია გეხება ანუ აიძულო, რომ ამნისტია შეეხოს. ჩვენ გთავაზობთ, ვინმე კი არ ვაიძულოთ, არამედ არჩევანის უფლება დავუტოვოთ და თუ ამნისტია სურს და ამის წინააღმდეგი არ არის, ამნისტია შეეხოს. თუკი გამოდის და ამბობს, რომ ამნისტიას არ მიიღებს, როგორ შეიძლება მას ეს უფლება შევუზღუდოთ?!“ - განაცხადა ოხანაშვილმა ოპოზიციის მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ.

ოხანაშვილმა დღეს ხაზგასმით განაცხადა ისიც, რომ პოლიტიკური მოლაპარაკებების მაგიდასთან არავის დაუსვამს დაზარალებულთა საკითხი.

“ეს რომ ევროპული შეთანხმების დოკუმენტი არ იყოს, ამნისტიის პროექტს არც გამოვიტანდი და არც მხარს დავუჭერდი. ჩვენს ინტერესში რომ ყოფილიყო, ამას მანამდეც გავაკეთებდით“, - მიმართა ოპონენტებს ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ "ამნისტიის შესახებ" პროექტს იხილავს.

ფრაქცია "ქართული ოცნების" ავტორობით წარდგენილი პროექტის განხილვა მეორე მოსმენით, მუხლობრივად მიმდინარეობს. განხილვაში მონაწილეობს ოპოზიცია, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

„ქართული ოცნების“ კანონის პროექტით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს