ირაკლი კობახიძე პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე - პარტიები, რომელთა მიმართაც შეიძლება ამოქმედებულიყო რეგულაციები, პარლამენტშია, შესაბამისად, ის შიში რაც ჰქონდა ვენეციის კომისიას, სახეზე აღარ არის

ის პარტიები, რომელთა მიმართაც შეიძლება ამოქმედებულიყო ეს რეგულაციები, დღეს არის პარლამენტში, შესაბამისად, ის შიში რაც ჰქონდა ვენეციის კომისიას, სახეზე აღარ არის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პარტიებზე, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ, ეს კანონპროექტი ვერ გავრცელდება.

„ეს იყო სწორედ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომ არსებულ მოცემულობას არ შეხებოდა ეს კანონი. აქედან გამომდინარე, ეს კანონი 2022 წლის თებერვალში ამოქმედდება. ჩვენ დაველოდეთ პარტიების შემოსვლას და ეს კანონი ამოქმედდება მას შემდეგ რაც ყველა პარტია იქნება პარლამენტში წარმოდგენილი,"- განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა