ირაკლი კობახიძე - გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება - ეჭვი გვაქვს, რომ მელიასთვის წასული გახარია მელიასთვისვე დაბრუნდა

გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება, გუგული - არის ასეთი ფრინველი, რომელსაც უყვარს არწივის ბუდეში კვერცხის დადება. ამის მცდელობა ჰქონდა გახარიას - ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ მელიასთვის წასული გახარია მელიასთვისვე დაბრუნდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სწორედ გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ გახდა თემა აქტუალური და ამის შემდეგ მიაწოდეს საზოგადოებას ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას საერთო ინტერესებზე, რის ნიშნები მის განცხადებებშიც შეინიშნება.

„თუ სადმე იყო „ქართულ-ჯიგრული“ კორუფცია და ნეპოტიზმი, ეს მოიკითხოს თავის თანაგუნდელებში, ამით გამოირჩეოდა სწორედ მისი გუნდი და ამიტომ მოუწია მას უკან დახევა. როცა ადამიანს არ აქვს კითხვებზე პასუხები, არაფერი აქვს სათქმელი და გუშინ 2 საათი საუბრობდა არაფერს ყველაფერზე, ასეთ დროს გადადის უზრდელობაზე, რაც იყო ძალიან დასანანი.

ძალიან მნიშვნელოვანი რამ წამოსცდა გახარიას, თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რომც გადალახოს 43 პროცენტიანი ბარიერი და მან ზუსტად იცის, არ გაგვიჭირდება ამ ბარიერის გადალახვა და თქვა, რომ ამის მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ შეიძლება მაინც ჰქონდეს ლეგიტიმაციის პრობლემა, ეს არის საბოტაჟის წინასწარ გამოცხადებული ქრონიკა, აქაც ემთხვევა გახარიას და რადიკალური ოპოზიციის რიტორიკა ერთმანეთს. ეს იყო წამოცდენა, რომელიც ანალიზისთვის ძალიან კარგ საფუძველს იძლევა. მე მექნება იმის საშუალება, რომ ამ დღეებში დეტალურად განვმარტო ყველაფერი, მათ შორის, ოპოზიციურ მედიაში. ეს ყველაფერი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება. თქვენ იცით, რომ გუგული არის ასეთი ფრინველი, რომელსაც უყვარს არწივის ბუდეში კვერცხის დადება. ამის მცდელობა ჰქონდა გახარიას და ეს დავასრულეთ ძალიან მარტივად, პარტიის დამფუძნებელმაც დაასრულა ეს მარტივად. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ მელიასთვის წასული გახარია მელიასთვისვე დაბრუნდა, აქედან გამომდინარე თემა გახდა აქტუალური და ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ ამ დეტალური ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის,"-განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება გახარიას ნახსენებ „უხილავ ხელს“, კობახიძისთვის გაუგებარია ვის გულისხმობდა ამაში და ვარაუდობს, რომ ბავშვობაში " შავი ხელის" ამბავი აქვს ჩარჩენილი.

„უცხო ხელზე იყო საუბარი - გამოირიცხა ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე პირდაპირ გამოირიცხა, არ ვიცი, ალბათ, „შავი ხელი“ ჰქონდა ბავშვობიდან ჩარჩენილი, სხვა უცხო ხელი რა უნდა ყოფილიყო, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი", - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო