ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ოპოზიციონერმა იცის, რომ ჩვენ ყველგან დამაჯერებლად მოვიგებთ - არათუ 43%-ს, არამედ 53%-ს ველოდებით

ყველა ოპოზიციონერმა იცის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ, არათუ 43%-ს, არამედ 53%-ს ველოდებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნებზე „გავა ძალიან ძლიერად“.

„ყველა ოპოზიციონერმა იცის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ, არათუ 43%-ს, არამედ 53%-ს ველოდებით. ეს ყველას გადაეცით, დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუშინდელ ინტერვიუს, ირაკლი ღარიბაშვილმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

„არ მინდა ამ თემებზე გავაკეთო კომენტარი იმიტომ, რომ ორიენტირებული ვარ საქმის კეთებაზე. არ მინდა არც სხვების ნეპოტიზმზე საუბარი, არც სხვების კორუფციაზე საუბარი, მინდა მხოლოდ საქმეზე ველაპარაკო ჩემს ხალხს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვლადიმერ ფესენკო - ვიდრე აშშ-რუსეთს, ნატო-რუსეთსა და ეუთო-რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსეთის მხრიდან ომის დაწყების ალბათობა დაბალია, შემდეგ კი გამორიცხული არაფერია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
იუჯითიმ წარმატებით გაიარა კიდევ ერთი, ამჯერად ISO 20000 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირება
„ბლოქსის“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში
Kontakt Home-ში გრანდიოზული აქცია იწყება - საღამოს ბაზარი მხოლოდ ორი დღით, 28-29 იანვარს
პროექტის - „აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობა“ პრეზენტაცია გაიმართა
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი