მიხეილ ყაველაშვილი, შოთა ხაბარელი და გუბაზ სანიკიძე პარლამენტში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ბიჭო, დაწყნარდი, ვერც შენი მასით და ვერც შენი ყვირილით ვერ შემაშინებ. პასუხი შენ გაეცი საზოგადოებას, ამათთან, როგორ გადახვედი, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს გუბაზ სანიკიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ყაველაშვილსა და სანიკიძეს შორის კამათი გუბაზ სანიკიძის კითხვას მოჰყვა, როდესაც მან მოითხოვა პასუხი კითხვაზე, ვინ და რატომ ჩამოვიყვანა სერგეი გავრილოვი თბილისში.

„მე აქ ვიყავი ძვირფასო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებო,ზემოდან გიყურებდით“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელსაც გუბაზ სანიკიძე გამოეხმაურა.

„ბატონო გუბაზ, თქვენც იქ ბრძანდებოდით, როდესაც ერთმანეთში საუბარი გქონდათ, რომ ამდენი გულწრფელად განაწყენებული ადამიანების დიდი ნაწილი სახლში არ გაგეშვათ. ზოგი დაუმორჩილებლობაზე საუბრობდით,“ - განაცხადა ყაველაშვილმა, რაზეც გუბაზ სანიკიძემ ჰკითხა - „არ გრცხვენია?“.

„ბიჭო, დაწყნარდი, ვერც შენი მასით და ვერც შენი ყვირილით ვერ შემაშინებ. პასუხი შენ გაეცი საზოგადოებას, ამათთან, როგორ გადახვედი?“- მიმართა ყაველაშვილმა გუბაზ სანიკიძეს.

თავად სანიკიძემ უმრავლესობის წევრებს მიმართა, რომ „რუსების მონები არიან“.

„რუსეთის მონები ხართ“, - მიმართა სანიკიძემ მმართველი პარტიის წევრებს.

„უნამუსო კაცი ხარ“ , - მიმართა შოთა ხაბარელმა გუბაზ სანიკიძეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა