მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციას - აკვიატებული გაქვთ ეს გავრილოვი, რა გავრილოვი? - სიყალბეზე დგახართ!

სიყალბეზე დგახართ! მთელი თქვენი 9-წლიანი და მანამდე მოღვაწეობა რაზე იყო აგებული იცით? – „ბიძინა ივანიშვილი რუსეთის კაცია“ „ქართული ოცნება რუსეთის ხელისუფლებას ემსახურება“, ამას ვერაფრით დაამტკიცებთ! - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძესთან შეკამათების შემდეგ განაცხადა.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციას გავრილოვის თემა აკვიატებული აქვს, თუმცა დასძინა, რომ განვითარებული მოვლენები მმართველი პარტიისთვისაც მიუღებელი იყო.

„არავის არ ვეჩემებოდი. ფაქტებზე ვსაუბრობ და არა მოგონილს. ყოველთვის ვსვამდი ერთიდაიგივე კითხვას და ეს თქვენც გეხებათ, ბატონო გუბაზ, მაშინ ერთად ვიდექით, 200 ათასიანი მიტინგები იყო და არცერთი ძალადობა არ განხორციელებულა არც პოლიციაზე და არც სახელმწიფო ინსტიტუტზე, გარდა ამ 20 ივნისისა. კადრებია და დაინახეთ ვინ იწყებს და რით იწყებს. რით გინდათ გადაფაროთ ყველაფერი და რას მალავთ? ძალიან ბევრი რამ არის მიუღებელი ამ ამნისტიაში და ამ შეთანხმებაშიც, მაგრამ გადავდგით ეს ნაბიჯი. რად გინდათ სპეკულაციები?! თუ გინდათ დავხუროთ ეს ფურცელი, დავხუროთ და გადავიდეთ... სამშობლოს წინაშე ვიყოთ ვალდებულები. აკვიატებული გაქვთ ეს გავრილოვი. რა გავრილოვი? ერთ სიმბოლურ ნაწილზე საუბრობთ. ყველასთვის მიუღებელი იყო! სიყალბეზე დგახართ! მთელი თქვენი 9-წლიანი და მანამდე მოღვაწეობა რაზე იყო აგებული იცით? – „ბიძინა ივანიშვილი რუსეთის კაცია“ „ქართული ოცნება რუსეთის ხელისუფლებას ემსახურება“, ამას ვერაფრით დაამტკიცებთ! ჩამოსული პარტნიორები, ჩვენი ხელშეკრულებები, ყველაფერი მიდის წინ, უკეთესობაა ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნატოს-თან“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს