ალუდა ღუდუშაური გუბაზ სანიკიძეს - თქვენ ხართ კლასიკური ნიმუში, მეტრი და მასწავლებელი ღალატის

ბატონო გუბაზ, თქვენ ხართ კლასიკური ნიმუში, მეტრი და მასწავლებელი ღალატისა - ეს ასეა და შეგიძლიათ შეირგოთ, - ამ სიტყვებით “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა გუბაზ სანიკიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

“თქვენ შთამომავლებს რა უნდა აუხსნათ, რა უნდა ასწავლოთ?! სირცხვილია, როცა საზოგადოება გიყურებთ - დიახ, ღალატის სანიმუშო მაგალითი ბრძანდებით. გიდასტურებთ, რომ ჩვენ ღალატი არ ვიცით“, - განაცხადა ღუდუშაურმა სანიკიძის მისამართით.

პარლამენტში კამათისა და მხარეებს შორის პოლიტიკური ბრალდებების ფონზე, ფრაქცია "ქართული ოცნების" ავტორობით წარდგენილი “ამნისტიის შესახებ“ პროექტის განხილვა მიმდინარეობს. პროექტს მეორე მოსმენით, მუხლობრივად იხილავენ.

“ქართული ოცნების“ კანონპროექტით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო