მედეა ჯანიაშვილი - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება მოგზაურთა ნაკადის გაზრდას შეუწყობს ხელს

ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი ოფიციალურად გაიხსნა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, განახლებული აეროპორტის შიდა ინტერიერის მოწყობა დასრულდა. გაერთიანდა ძველი და ახალი ტერმინალები. ორივე ტერმინალის გაერთიანების შედეგად ქუთაისის აეროპორტს აქვს ერთიანი ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც მისი შეუფერხებელი ოპერირებისთვის არის საჭირო.

ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გახსნის ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ. გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

„6-ჯერ გაზრდილი ტერიტორია, 4-ჯერ გაზრდილი გამტარუნარიანობა, თანამედროვე სერვისები და უსაფრთხოების ნორმები, ეს არის წინაპირობა, რომ ერთის მხრივ გავზარდოთ მგზავრთა ნაკადი და ქვეყანაში ვიზიტორთა რაოდენობა. ამ კუთხით ქუთაისის აეროპორტს მნიშვნელოვანი დანიშნულება აქვს. მდებარეობიდან გამომდინარე ის ახლოს არის ქვეყნის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან. შესაბამისად კომპლექსურად ეს მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას და საერთაშორისო მოგზაურთა ნაკადის მოზიდვას“, - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

„დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ძველი ტერმინალის ფართობი 4800 კვადრატული მეტრი იყო, გაფართოების შედეგად კი - ტერმინალის საერთო ფართობი 30 ათას კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა. აქამდე თუ ძველი ტერმინალი წლიურად 600 ათასი მგზავრის გატარებას ახერხებდა, განახლებული ტერმინალის შემთხვევაში მგზავრთა გამტარუნარიანობა წელიწადში 2 ნახევარ მილიონამდე გაიზარდა.

ქუთაისის განახლებული აეროპორტის ტერმინალში სარეგისტრაციო დახლების რაოდენობა 10 დან 18 მდე გაიზარდა, აქედან ორი ე.წ. baggage drop off -ია, სადაც მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ. გაზრდილია სასაზღვრო გამშვები ჯიხურების რაოდენობა გაფრენის ზონაში 6 დან 11 მდე, ხოლო მოფრენის მხარეს კი - 8 დან 14 მდე. კომერციული ფართების რაოდენობა ძველ ტერმინალში თუ 200 კვ მეტრის ოდენობის იყო, განახლებულ ტერმინალში უკვე მათი კვადრატულობა 2000 მდე გაიზარდა.

განახლებულ ტერმინალში მოეწყო ე.წ. მწვანე გადახურვა და გამწვანებული ტერასა. აეროპორტს აქვს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) და საათში 1200 მეტი მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის არსებულ გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა