საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობა გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორ შეინ როზენტალთან ერთად, ქუთაისის ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობა გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ოლიმპიური აუზის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

„მოგესალმებით მთავრობის და პარლამენტის წევრებო, პატივცემულო სტუმრებო. განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან, ქუთაისს სულ მალე, ერთ წელიწადში ექნება თანამედროვე სტანდარტების ოლიმპიური აუზი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქუთაისისთვის და განსაკუთრებით, ჩვენი სპორტსმენებისთვის. მე ვიცი, რომ ქუთაისს აქვს ძალიან დიდი ტრადიცია, ქუთაისმა ძალიან ბევრი სახელოვანი სპორტსმენი, წყალბურთელი აჩუქა ჩვენს ქვეყანას, ამიტომ, ქუთაისი იმსახურებდა ასეთი დონის აუზს. მინდა მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს და მის წარმომადგენელს საქართვლოში, რომელიც აქტიურად გვეხმარება ჩვენ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში. გარდა ქუთაისისა, ჩვენ ასეთი დონის აუზს ავაშენებთ ასევე ზუგდიდში, ახალციხეში და რუსთავში. მე მჯერა, რომ სულ მალე ძალიან ბევრი სახელოვანი სპორტსმენი გაიზრდება აქ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„აუზი სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს - პროექტის მიხედვით, ოლიმპიური სტანდარტის აუზი 50 მ სიგრძისა და 25 მ სიგანის იქნება. სპორტკომპლექსში სპორტსმენები ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო სპეციალური მომსახურებითაც ისარგებლებენ.

ქუთაისის გარდა, თანამედროვე სტანდარტების სპორტკომპლექსების მშენებლობა პარალელურად კიდევ სამ ქალაქში - ახალციხეში, რუსთავსა და ზუგდიდშიც დაიწყება. ოთხივე სპორტკომპლექსის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ასევე ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა