ნათია თურნავა - ვულოცავ საქართველოს, იმერეთის რეგიონს, ქუთაისს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განახლებულ აეროპორტს

„მთელი გულით ვულოცავ საქართველოს, იმერეთის რეგიონს, ქუთაისს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განახლებულ აეროპორტს და ამ პროექტის დასრულებას, რომლის შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი მთელ რეგიონში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქუთაისის აეროპორტში მოსულ მგზავრებს 2 000 კვადრატულ მეტრამდე კომერციული ფართები დახვდებათ, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა მთლიანად საქართველოს ბიზნესისთვის,

„დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს სრულიად განახლებული სივრცე. ტერმინალის საერთო ფართობი 6-ჯერ, 30 000 კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა მთლიანი სივრცე, რაც მართლაც ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი აეროპორტის შესაძლებლობას ქმნის. ასევე პრაქტიკულად 4-ჯერ გაიზარდა მგზავრთგამტარუნარიანობა და განახლებული აეროპორტი 2.5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურება. ქუთაისის აეროპორტში მოსულ მგზავრებს 2 000 კვადრატულ მეტრამდე კომერციული ფართები დახვდებათ, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა მთლიანად საქართველოს ბიზნესისთვის, მათ შორის რეგიონალური, მცირე ბიზნესისთვის, ასევ გაიზარდა სარეგისტრაციო დახლები, გასასვლელები, ბარგის გაცემის ლენტი და ა.შ. ყველა პარამეტრით ეს არის უკვე საერთაშორისო სტანდარტების მსხვილი აეროპორტი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების მასშტაბური პროექტი 2017 წელს დაიწყო. სახელმწიფომ ამ მიზნით 110 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. სხვადასხვა დროს პროექტის განხორციელებაზე 500-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტში ჩართული იყო 100 ზე მეტი წამყვანი ქართული და უცხოური კომპანია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო