სემეკში „ბათუმის წყალთან“ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) შპს „ბათუმის წყალის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც კომპანიის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

სემეკის მხრიდან შეხვედრას სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და კომისიის წევრი, გიორგი ფანგანი ესწრებოდნენ.

სემეკის ინფორმაციით, შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებს გააცნეს სემეკის ხედვები და პროგნოზები კომპანიის რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით. სამუშაო შეხვედრაზე შეთანხმდა სამომავლო გეგმა, რაც ხელს შეუწყობს შპს „ბათუმის წყალის“ შეუფერხებელ საქმიანობასა და მომხმარებელთა საიმედო და უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფას.

მათივე ცნობით, შპს „ბათუმის წყალი“ ბათუმში ოპერირებს და 100 000-ზე მეტ მომხმარებელს უწევს მომსახურებას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს