ნიკა მელია უმრავლესობას - აქ შემოვედი იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანი სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან

მე შემოვედი აქ იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანი სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან და ამის შემდეგ საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი და აირჩიოს ლეგიტიმური ხელისუფლება ზუსტად იმ პროპორციით, რომელსაც საზოგადოება გაიმეტებს თქვენთვის და არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკანონმდებლო ორგანო ნოტარიალურ კანტორად აქცია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მელიამ განაცხადა, უმრავლესობის წევრები არ ეკუთვნიან საკუთარ თავს და პოლიტიკურად არანაირი კაპიტალი არ აქვთ.

„გადაჭარბების გარეშე იქნება ნათქვამი, ალბათ, ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ამ ტრიბუნასთან მოსასვლელად ემოციური დისკომფორტის დაძლევა მიწევს. ეს რომ სხვაგვარად იყოს გასაკვირი იქნებოდა, ვინაიდან, ამ დარბაზში მყოფთა დიდმა ნაწილმა თითი მიაჭირა ღილაკს ორჯერ და პირადად მიიღეთ მონაწილეობა პოლიტიკური ოპონენტის ციხეში ჩასმის, ჩემი აზრით, თქვენთვისაც კი ძალიან სამარცხვინო გადაწყტვეტილებაში. თუმცა, ჩემი თქვენგან დასაჭერად გადადებულის დისკომფორტი არაფერია იმასთან შედარებით, თუ რა დისკომფორტს განიცდის დღეს ჩვენი ხალხი და რას გრძნობს ჩვენი ხალხი, რომელიც იძულებულია დღეს ამ თავყრილობას პარლამენტი უწოდოს, თანაც იცოდეს, რომ ერს ყველაფერი არ შეესაბამება, არ გამოხატავს არ ასახავს მათ ნებას, სურვილებს და მისწრაფებებს.

ალბათ, ბევრი კითხვა გექნებათ და შევეცდები ნაწილობრივ გიპასუხოთ. ერთი კითხვაა, რატომ ვარ მე დღეს აქ? - ერთადერთი, რის გამოც დღეს მე აქ ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად ამ ყველაფერს აქვს მკაფიო და კონკრეტული ამოცანა, რომ მალე დავტოვო ეს დარბაზი და ამ დარბაზში, რაც შეიძლება მცირე დოზით, ნაკლებად დაგაფრთხოთ. ამ დარბაზის დატოვებას ვაპირებ მე თქვენთან ერთად. მე შემოვედი აქ იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანი ვინც დღეს აქ ხართ სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან და ამის შემდეგ საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი და აირჩიოს ლეგიტიმური ხელისუფლება ზუსტად იმ პროპორციით, რომელსაც საზოგადოება გაიმეტებს თქვენთვის და არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკანონმდებლო ორგანო ნოტარიალურ კანტორად აქცია“, - აღნიშნა მელიამ.

მელიამ უმრავლესობის წევრებს მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის ტყვეობაში არიან.

„ბევრი თქვენგანიც კი გულის სიღრმეში მეთანხმებით, რასაც ხშირად ვსაუბრობთ ოპოზიციონერები, მაგრამ თუკი საჯაროდ, ხელოვნური, ცირიკური პასუხებით გადიხართ ფონს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ როცა გულახდილად ესაუბრებით თქვენ მეგობრებს, არ აცნობიერებთ, რომ სახელმწიფო არის მიტაცებული, რაც მტელმა მსოფლიომ გაიგო და მიტაცებულია ერთი ადამიანის მიერ. მე არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელზეც ხშირად უნდა ვისაუბრო, მაგრამ ეს არის მოცემულობა, რომელიც დღეს გვაქვს. ეს არის ადამიანი, რომელმაც პროკურატურაც, პოლიციაც, მთავრობაც და თითოეული თქვენგანიც აქცია მიტაცების ინსტრუმენტად. თქვენ ხომ ჩემზე კარგად იცით, რომ არ ეკუთვნით საკუთარ თავს, თქვენ ხომ ჩემზე კარგად იცით, რომ პოლიტიკურად არანაირი კაპიტალი არ გაქვთ.

მე არ ვამბობ, რომ თქვენა ასე გინდოდათ, როდესაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს მოხვედით, მაგრამ გინდოდათ თუ არა ეს სხვა საკითხია, თქვენ აღმოჩნდით ტყვეობაში. როდესაც გისმენთ ხოლმე მეც კი არ მჯერა, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება დაიბადოს და გაიზარდოს ადამიანი და იყოს უსიტყვო მორჩილებაში ოლიგარქი ადამიანის, რომელსაც ბევრი ფული აქვს და მეტი არაფერი. თქვენ ხართ დასახსნელნი ამ ტყვეობიდან. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ საქართველოს ნამდვილ პატრიოტს, რომელსაც უწევს პოლიტიზირებულ უსამართლო პოლიციასთან დაპირისპირება, პროკურორთან და მოსამართლესთან, თქვენც იგივე ფიქრები და შიშები წამოგეშლებათ ხოლმე. თუკი გაბედავთ და ხვალ განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებთ, ბიძინა ივანიშვილის ეს პოლიტიკური პოლიცია თქვენც დაგიპირისპირდებათ, სასამართლოც და პროკურატურაც“, - განაცხადა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა