ნიკა მელია „ქართულ ოცნებას“ - რამდენიმე კვირის წინ, მთელი აპოლოგია გქონდათ მიძღვნილი გახარიასადმი, დღეს პოლიტიკურ მიწაში დებთ - იძულებული რომ არ გამეხადა გადამდგარიყო, ხმას ამოიღებდით?

გიორგი გახარია დღესაც რომ ყოფილიყო თქვენი პრემიერ-მინისტრი, იძულებული რომ არ გამეხადა, 17 თებერვალს გადამდგარიყო, ნებისმიერ თქვენგანი ხმას ამოიღებდით? - როცა გიყურებთ მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენი თავის არსებობისაც კი არ გჯერათ, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე მმართველ გუნდს.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობა დღეს ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას პასკვილებს უძღვნის, როდესაც რამდენიმე კვირის წინ „აპოლოგია ჰქონდათ მიძღვნილი“

„ ამ პარლამენტში რამდენჯერმე მომეცა მწვავე, პოლიტიკური დებატების შესაძლებლობა თქვენს უახლოეს მეგობართან. ძალიან კარგად მახსოვს წინა მოწვევის პარლამენტში, სანამ იმუნიტეტს შემიჩერებდით, როგორ გამალებით იცავდით, ფიზიკურ დაპირისპირებასაც კი არ ერიდებოდით ჩემთან, ბატონი გახარიას გამო. სულ რამდენიმე კვირის წინ, მთელი აპოლოგია გქონდათ მიძღვნილი გახარიასადმი. დღეს რას აკეთებთ?! დღეს პასკვილებს უძღვნით, მას პოლიტიკურ მიწაში დებთ, აბრალებთ ყველაფერს, რასაც აბრალებთ ნებისმიერს, ვინც თქვენ უმსგავსოებას აპროტესტებს. ცალკე საკითხია, ის რაც თქვენმა ტელეკომპანია „იმედმა“ მიუძღვნა, გამოჩნდა, რომ რამხელა ნეპოტისტური ქსელი ჰქონია ამ ადამიანს.

კითხვა მაქვს, ის რომ დღესაც ყოფილიყო თქვენი პრემიერ-მინისტრი, იძულებული რომ არ გამეხადა ის მე 17 თებერვალს გადამდგარიყო, ნებისმიერ თქვენგანი ხმას ამოიღებდით? ნებისმიერი თქვენგანი ტაშს დაუკრავდით ამ ადამიანს. ეს არის თქვენი რეალური პოლიტიკური სახე, არ მიიღოთ ეს შეურაცხმყოფელად, არ მინდა ტყუილი გაკადროთ, როცა გიყურებთ მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენი თავის არსებობისაც კი იგივე გააკეთეთ აბა, ბატონ კობახიძესთან დაკავშირებით. ჯერ სუს-ს დაავალეთ, შემდეგ „იმედმა“ მოამზადოს სიუჟეტი და ანალოგიური გამოვა, რაც გახარიას გუშინ მიუძღვენით.

თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც შემთხვევით, დროებით, გამართლებით აღმოჩნდით ხელისუფლებაში, წარმოადგენთ კლეპტოკრატ ადამიანთა ჯგუფს, რომელიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობას ემსახურება“, - აღნიშნავს მელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა