მამუკა მდინარაძე მელიას - მონურ მორჩილებაში მყოფ ადამიანებს გეძახიანო, ამის მოსმენა ცოტა ძნელია, იქნებ გაგვიგოთ - ვიდრე მიშას არ ეახლეთ, ელემენტარული გადაწყვეტილება ვერ მიიღეთ, ესაა მონური მორჩილება

ვიდრე მიშას არ ეახლეთ, მანამდე ელემენტარული გადაწყვეტილება ვერ მიიღეთ, ეს არის მონური მორჩილება ,- ასე მიმართა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიას.

როგორც მან განაცხადა, ტყუილი და ოპონენტების „გაშავება“ ნაციონალური მოძრაობის“ საფირმო ნიშანია.

„მონურ მორჩილებაში მყოფ ადამიანებს გეძახიანო, ბატონო ნიკა, ამის მოსმენა ცოტა ძნელია, იქნებ გაგვიგოთ, რადგან სანამ მიშას არ ეახლეთ, მანამდე ელემენტარული გადაწყვეტილება ვერ მიიღეთ, აქ ახლა ასე გელაპარაკათ თუ არა, აქ შემობრძანებულიყავით თუ არა, ასე იყავით მთელი თქვენი ცხოვრება ყველანი. ეს არის მონური მორჩილება, რასაც თქვენ აკეთებთ.

საქმეს რაც შეეხება, მაგას მე გადავწყვეტ, როდის და როგორ ვილაპარაკებ. პირველი დიაგნოზი ისაა, რომ სანამ მიშას არ ეახლეთ, მანამდე სიტყვა ვერ დაძარით პარლამენტში შემოსვლაზე, „პუფები“ ეძახეთ ერთმანეთს. ის ადამიანი რას ლაპარაკობდა, იმას ვერ გაკადრებთ უბრალოდ, ელემენტარული ზრდილობისა და ეთიკის გამო ახლა თქვენი მეთოდები ოპონენტების „გაშავების“, მოდით, ამასაც წერტილი დავუსვათ. უმრავლესობის წევრებს, მათ შორის მე ვერაფერი რომ ვერ მოგვიხერხეთ, მერე ამბობთ, ეს ჩვენიანი იყო, „ნაცების“ მხარდამჭერიო და ამით „აშავებთ“. ჩემ ცხოვრებაში არ ვყოფილვარ თქვენი მხარდამჭერი, მათ შორის 2003 წელს, მსგავსი ჩემი თავისთვის არ მიკადრებია. ტყუილი რომ საფირმო ნიშანია თქვენი, ესეც გასაგებია, მაგრამ 20 ივნისთან დაკავშირებით ხომ არ დაგავიწყდათ, გარეთ კი არ იყო მარტო შტურმი და 2 საათიანი დედის გინება პოლიციელების, თავში ჩარტყმები, აქ წინა რიგებში ისხდნენ თქვენი წარმომადგენლები და ელოდებოდნენ, როდის შემოლაგდებოდნენ ისინი გარედან შტურმით“,-განაცხადა მდინარაძემ.

მან „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა, რომ პარტიულ ინტერესებს ყველაფერზე მაღლა აყენებენ და პარლამენტში არშესვლით ბოლო 7 თვე ქვეყანა „აჯანჯღარეს“. თუმცა, მდინარაძე აცხადებს, რომ მათ მედიატორების მხრიდან შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელის მოწერა მაინც მოუწევთ.

„თავის დროზე, 2012 წლამდე ხომ ასწავლეთ ქართველ ხალხს, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, 2012 წლის მერე ასწავლეთ, როგორი არ შეიძლება იყოს ოპოზიცია. ერთადერთი ამაზე თუ გეტყვით ვინმე მადლობას“, - განაცხადა მდინარაძემ.

მან ოპონენტებს მიმართა, რომ ხელისუფლება ქართული სახელმწიფოს განადგურების უფლებას არავინ მისცემს.

„დღეს კლავთ ქართულ სახელმწიფოს, ყოველ შემთხვევაში ამის მცდელობა გაქვთ და გამწარებული ხართ იმით, რომ ეს არავინ დაგანებათ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო