ალეკო ელისაშვილი - არავის ტყვეობაში, არავის მძევლობაში არ ვარ, „ამნისტიის შესახებ“ კანონის  არსებული ვერსიისთვის მხარის დაჭერას, არ ვაპირებ

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პარტია „მოქალაქეები“ „ამნისტიის შესახებ კანონის“ იმ ვერსიას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარუდგინა მხარს აღარ დაუჭერს.

როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, მან და ლევან იოსელიანმა კანონპროექტს პირველი მოსმენისას მხარი „ავანსად დაუჭირეს“ იმის იმედად, რომ შემდგომში შეჯერებულ ვერსიას წარმოადგენდნენ.

მისი თქმით, იმის, გამო, რომ კანონპროექტის შეჯერება ვერ მოხდა, მას „მოქალაქეების“ მხარდაჭერა აღარ ექნება.

„აღმაშფოთებელი იყო ბოლოს რა სიტყვითაც გამოვიდა ანრი ოხანაშვილი, თითს რომ გვიქნევდა და შანტაჟის ენით გველაპარაკებოდა, ახლა გამოჩნდება, თქვენ ვის ტყვეობაში ხართო. არავის ტყვეობაში არ ვარ, არავის მძევლობაში არ ვარ, ძალიან მარტივად არ ვაპირებ „ამნისტიის შესახებ კანონის“ ამ ვერსიისთვის მხარის დაჭერას. იმიტომ, რომ შარლ მიშელთან ერთად შევთანხმდით, რომ ამნისტიაზე შევთანხმდებოდით, ფაქტია, რომ ვერ ვთანხმდებით. ყველა თავისკენ ექაჩება. წინა კენჭისყრის დროს, ჩვენ, მეც და ლევანმაც მხარი დავუჭირეთ „ოცნების“ მიერ წარმოდგენილ ამნისტიის პროექტს და ვთქვით, რომ ავანსად ვუჭერთ მხარს, იმის გარანტიით, რომ მომდევნო ჯერზე იქნება შეჯერებული. ხედავთ თქვენ, რომ შეჯერებული არ არის, შესაბამისად, აღარ ვაპირებ მხარის დაჭერას და არც იმის მოსმენას ვაპირებ, რომ ვიღაცის ტყვეობაში ვარ, მძევალი ვარ და აბა, ახლა გამოჩნდება ვის რა პოზიცია აქვს და ვინ ბულინგის ქვეშაა. ყველას ვაჩვენეთ, რომ არავისი მძევლები არ ვართ და არავისი ბულინგის არ გვეშინია, მაგრამ რასაც არ ვეთანხმები, არ ვეთანხმები და მორჩა. ასეთი ფორმით ამნისტიის ვერსიას არ ვეთანხმები", - განაცხადა ელისაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა