საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ფორმირებისთვის საჭირო წევრების რაოდენობა ოთხიდან ორამდე მცირდება

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ფორმირებისთვის საჭირო წევრების რაოდენობა ოთხიდან ორამდე მცირდება.პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დაჩქარებული წესით, დეპუტატების ლევან იოსელიანისა და ალეკო ელისაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ, რომლის მიხედვით, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ფორმირების შესაძლებლობა არანაკლებ ორ დეპუტატს ექნება. აღნიშნული ცვლილების მიღების შედეგად პოლიტიკურ ჯგუფს თავად “მოქალაქეები“ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი და ასევე, “გირჩის“ სამი დეპუტატი შექმნიან.

მოქმედი რეგლამენტით, მეათე მოწვევის პარლამენტისათვის მოფიქრებული ახალი სტრუქტურული ერთეულის - ე.წ. პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ არანაკლებ ოთხ დეპუტატს გააჩნია. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური ჯგუფი ზუსტად იმავე უფლებებითა და პრივილეგიებით სარგებლობს, რაც საპარლამენტო ფრაქციას გააჩნია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ ინიციატივით რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე პოლიტიკური ჯგუფი პარლამენტში მხოლოდ “ევროპელმა სოციალისტებმა“ შექმნეს.

“საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის წევრების ორამდე შემცირებას, თავისი ლეგიტიმური საფუძველი აქვს. მიგვაჩნია, რომ თუ არის პოლიტიკური ჯგუფი უნდა წარმოადგენდეს პოლიტიკურ პარტიას ანუ გამოხატავდეს კონკრეტული ამომრჩევლების ნებას. თუ ასეთი 4-კაციანი ჯგუფი არსებობს, მაშინ რატომ არ უნდა იყოს სამ და ორ-კაციანი ჯგუფი. სამართლიანი იქნება ჩვენც მოგვეცეს საპარლამენტო ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობა. ამის საშუალებას იძლევა სწორედ არსებული ჩანაწერი რეგლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შესახებ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს უჭერს.

ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
ქართული პრესის მიმოხილვა 24.01.2022
რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა