იუსტიციის მინისტრი სახელმწიფო ინსპექტორს შეხვდა

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს ექნება შეუზღუდავი მანდატი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისათვის პენიტენციურ დაწესებულებებში - ამ და სხვა თემებზე იუსტიციის მინისტრმა და სახელმწიფო ინსპექტორმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. მხარეები მომავალი თანამშრომლობის საკითხზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო ინსპექტორის აპარატთან მჭიდროდ ითანამშრომლებს კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით, დაიგეგმება ერთობლივი ტრენინგები ორი უწყების წარმომადგენლებისათვის, სადაც მხარეები ინფორმაციას გაცვლიან პერსონალური მონაცემებისა და მისი დაცვის მექანიზმების შესახებ. ერთობლივი აქტივობები განხორციელდება, აგრეთვე, პირადი ინფორმაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისათვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს