სხვადასხვა სამუშაოს გამო, 11 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო 11 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გლდანის რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, III, V, VII, VIII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, მაისურაძის, ხერგიანის, პატარა ტბის, ჯანჯღავას, კაჭარავას, მირაქიშვილის, ვეკუას, ხიზანიშვილის, ფარსმან ქველის, ხევისპირის, დრანდის, ბერთუბანს და ფარსმან II ქველის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მოსახლეობას. ამასთან, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IV მიკრორაიონების და ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კლდეკარის ქუჩის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წიკლაურის, ჯანელიძის და გიორგი სააკაძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბელიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, გვეტაძის, გაფრინდაულის და ყიფიანის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ჩოლოყაშვილის მოედნის მოსახლეობას.

ვაკის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, მოსაშვილის, ყიფშიძის, აბაშიძის და თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას. სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიშველაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის და ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსელიანის, ახალშენის, ნასიძის, ჩიქოვანის, ბალანჩივაძის და დოლიძის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის, შალვა ნუცუბიძის, ზემო ვეძისის, ვახტანგ ჩიქოვანის და მეგრელიძის ქუჩების მოსახლეობას.

სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის, იოველ ჯებაშვილის, ნუცუბიძის, თ. ნადარეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა