გიორგი ვაშაძე - ავიღოთ ჩვენს პოლიტიკურ და ჩვენს საერთო პასუხისმგებლობად, რომ ვიზრუნოთ ადამიანებზე, რომლებმაც ფიზიკური ზიანი მიიღეს

ავიღოთ ჩვენს პოლიტიკურ და ჩვენს საერთო პასუხისმგებლობად, რომ ვიზრუნოთ ადამიანებზე, რომლებმაც ფიზიკური ზიანი მიიღეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პლენარულ სესიაზე განაცხადა.

გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ მის გუნდს აღნიშნულთან დაკავშირებით მომზადებული აქვს აქტი, რომლის მიხედვითაც, 20 ივნისის დაზარალებულებს სიცოცხლის ბოლომდე ექნებათ შესაბამისი ანაზღაურება და ჯანმრთელობის დაზღვევა.

ვაშაძემ სესიაზე მსხდომ კოლეგებს მოუწოდა, რომ აღნიშნულ აქტს შეუერთდნენ და ამ გზით ერთად მოუხადონ ბოდიში მოქალაქეებს, რომ მათი დაცვა ვერ მოახერხეს.

„მინდა გთხოვოთ, რომ ერთი საერთო აქტი ვუჩვენოთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ყველამ ერთად. 20 ივნისს გვყავს დაზარალებული ადამიანები, მოდით, ნუ დავიწყებთ გარჩევას თუ ვისი ბრალი იყო, იმიტომ, რომ ამაში ვერ ვთანხმდებით. ნუ დავიწყებთ იმის გარჩევას, ვინ არის დამნაშავე თუ უდანაშაულო ამ საკითხთან დაკავშირებით, უბრალოდ ვაღიაროთ, რომ არიან ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს თვალი. არიან ადამიანები, რომლებსაც დაუზიანდათ და დაუმახინჯდათ სიცოცხლე მთელი ცხოვრების განმავლობაში და შევთანხმდეთ ერთ რამეზე, მივიღოთ ყველამ ერთად კანონპროექტი, რომლითაც კომპენსაციას მივცემთ თითოეულს, ვინც დაზარალდა, ასევე დავუნიშნავთ სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო პენსიას და დავუფინანსებთ სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის, ასე ვთქვათ, მკურნალობის ხარჯებს, რათა მომავალში არ ჰქონდეთ საწუწუნო ჯანდაცვის სამინისტროსთან გადაურიცხავს თუ არა ის თანხას. ავიღოთ ჩვენს პოლიტიკურ და ჩვენს საერთო პასუხისმგებლობად, რომ ვიზრუნოთ ადამიანებზე, რომლებმაც ფიზიკური ზიანი მიიღო. აქვე აღვნიშნავ, რომ თუ არიან პოლიციელები, ვინც მსგავსი ფიზიკური დაზიანება მიიღო, როგორც ადამიანებმა, ვინც თვალი დაკარგეს, ასეთ შემთხვევაში, გავრცელდეს იმ პოლიციელებზეც ეს ინიციატივა, რომ არ იყოს ეს ცალმხრივი აქტი, თუმცა ჯერ მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს მათზე და არც გამოძიებაშია მსგავსი ფაქტი. ნუ გავარჩევთ ვისი ბრალი იყო ეს ფაქტი, უბრალოდ, მივიღოთ ეს აქტი, რომელიც ჩვენს გუნდს მომზადებული აქვს და ვინც დაეთანხმებით გავერთიანდეთ და ბოდიში მოვუხადოთ მოქალაქეებს, რომ ვერ დავიცავით ისინი. მიუხედავად იმისა, ვფიქრობ რომ ხელისუფლებაში მყოფი ძალაა ამაში დამნაშავე, მეც მოვიხდი ბოდიშს, რომ ვთქვა, ეს არის აქტი, რომლის მიხედვითაც, თქვენ იქნებით დაზღვეული სიცოცხლის ბოლომდე და გექნებათ შესაბამისი კომპენსაცია. ეს იქნება სწორი აქტი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა