თენგიზ ცერცვაძე - დიდი იმედი მაქვს, წლის ბოლოსთვის საქართველოში პანდემიას დავასრულებთ, მანამდე ზაფხულს შედარებით კარგი მაჩვენებლებით შევხვდებით

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოსთვის საქართველოში დავასრულებთ პანდემიას. მანამდე, ზაფხულს შევხვდებით შედარებით კარგი მაჩვენებლებით, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ივლისისთვის კოვიდინფიცირების შემთხვევების კლებას უნდა ველოდოთ და გამოიკვეთა მყარი გარანტიები, რომ ივლისის დასაწყისში შემოვა შეუზღუდავი რაოდენობით ვაქცინები, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციაზე გადავიდეთ.

,,ჩვენთან პრაქტიკულად შეზღუდვები აღარ არსებობს, დარჩა „კომენდანტის საათი“ ისიც ფაქტობრივად რამდენიმე საათით. იცით, რომ დანარჩენი შეზღუდვები მოხსნილია, ბოლოს მოიხსნა შაბათ-კვირას რესტორნებში არსებული შეზღუდვა. ბუნებრივია, ამ პირობებში კარგი ეპიდსიტუაციის შენარჩუნება იოლი არ არის, ორჯერ უფრო რთულია. ამიტომ, მართალია მესამე ტალღის პიკმა გადაიარა, ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ დრამატულ შემცირებას შემთხვევების რაოდენობისას. ეს ჯერ არ იძლევა სრული სიმშვიდის საშუალებას, იმისთვის, რომ შემთხვევები კიდევ უფრო შემცირდეს ფაქტობრივად გახდეს დღეში 100-200 შემთხვევა, ისევ რჩება ყველაზე აქტუალურად პირბადეების ტარება და სოციალური დისტანცირება.

ვაქცინირებულთა რიცხვი საქართველოში დიდი არ არის, მართალია ყოველდღე ვცრით 5000 ადამიანს, დღეისთვის გვაქვს 180 000-მდე ვაქცინაცია და სრულად ვაქცინირებულია 40 000-მდე ადამიანი, ეს ჯერ ძალიან ცოტაა. მგონია, რომ შემთხვევების შემდგომ ზრდას არ უნდა ველოდეთ, ივლისისთვის უნდა ველოდეთ შემთხვევების კლებას. თან ივლისისთვის უკვე გამოიკვეთა მყარი გარანტიები, რომ ივლისის დასაწყისში შემოვა შეუზღუდავი რაოდენობით ვაქცინები, მათ შორის სხვადასხვა წარმოების და ქვეყანა შეძლებს საყოველთაო ვაქცინაციაზე გადასვლას. თუ დღეს ვცრით 5000 ადამიანს, ივლისიდან დღეში უნდა აიცრას 15 000-მდე ადამიანი, მხოლოდ ასეთ პირობებში შევძლებთ, რომ წლის ბოლოსთვის აცრილი გვყავდეს მოსახლეობის 65%, ამას დაემატება კოვიდგადატანილები და გვექნება ყველა პირობა, რომ წლის ბოლოსთვის პანდემიას გავუმკლავდეთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოსთვის საქართველოში დავასრულებთ პანდემიას, მანამდე ზაფხულს შევხვდებით შედარებით კარგი მაჩვენებლებით“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო