თენგიზ ცერცვაძე - თბილისის მოსახლეობის 23%-მა არ იცოდა, რომ კოვიდი ჰქონდა გადატანილი

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით კოვიდინფექცია მოსახლეობის 33%-ს ანუ 350 000 ადამიანს აქვს გადატანილი.

მან ასევე ისაუბრა ქვეყანაში ივლისის თვიდან ვაქცინების შემოსვლასთან დაკავშირებით.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში სხვა ვაქცინებთან ერთად „ნოვოვაქსის“ ვაქცინაც შემოვა, რომელიც მისი რწმენით ყველაზე უკეთესი ვაქცინა იქნება.

,,ოფიციალური მონაცემებით, თბილისის მოსახლეობის 11%-ს, 110 000 ადამიანს გადატანილი აქვს ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდი. ხოლო 220 000-მა ადამიანმა, ანუ 23%-მა არ იცოდა, რომ კოვიდი ჰქონდათ გადატანილი, მაგრამ აღმოაჩნდათ ანტისხეულები სისხლში. სულ, თბილისის მასშტაბით კოვიდი გადატანილი აქვს 33%-ს მოსახლეობისას, ეს არის დაახლოებით 350 000 ადამიანი. ასეთივე პროპორციები იქნება ქვეყნის მასშტაბითაც, ამიტომ ვამბობთ, რომ როდესაც ჩვენ მივაღწევთ 65%-ს ვაქცინაციისას, ეს 350 000 ადამიანი დაემატება ვაქცინირებულებს, იმიტომ, რომ აქვთ იმუნიტეტი და ჩვენ დავამთავრებთ პანდემიას.

აცრის ტენდენცია კარგია, მაგრამ აცრილთა რაოდენობა დაბალია, რადგან დავიწყეთ ძალიან გვიან, დავიწყეთ 15 მარტს, თან არ იყო ვაქცინების საკმარისი რაოდენობა. ყველაზე უარესი იყო მოსახლეობის სკეპტიციზმი და მიუღებლობა ვაქცინაციის, რაც გააღრმავა პირველივე დღეებში ფატალურმა შემთხვევამ. იმის შემდეგ აცრილია 180 000 ადამიანი და არცერთი ფატალური შემთხვევა არ გვქონია. ამან თავისი როლი ითამაშა, სკეპტიციზმი იკლებს, ყველაფერი მიდის წინ ვაქცინაციის საკითხში. წინ მიდის ვაქცინაციის ქსელიც, იყო 80 პუნქტი, ახლა არის 130 და მალე იქნება 250 პუნქტი. ყველგან არის რეანიმაციის სამსახური თუ ეს საჭირო იქნება. ივლისის პირველი რიცხვებიდან შემოვა სხვადასხვა ვაქცინები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას გული წყდებოდა „ფაიზერზე“ ზოგიერთს იდეაფიქსი აქვს, რომ „ფაიზერით“ უნდა აიცრან და მათ ექნებათ „ფაიზერი“. და კიდევ უფრო უკეთესი, მათ ექნებათ „ნოვოვაქსი“, რომელიც ჯერ არ გამოსულა მსოფლიო ბაზარზე. „ნოვოვაქსი“ მიიღებს დადასტურებას და ჩემი რწმენით, ეს იქნება ყველაზე უკეთესი ვაქცინა, „ფაიზერზე“ კიდევ უკეთესი“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს