სახალხო დამცველმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის მიმართ განხორციელებული სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის მიმართ განხორციელებული სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ომბუდსმენი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილ აღსაზრდელს სავარაუდოდ, იძულებით დაატოვებინეს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი, მას შემდეგ, რაც მან სამართალდამცავ უწყებას ინფორმაცია მიაწოდა პანსიონში მისი ყოფნისას არსებული სავარაუდო ძალადობის ფაქტების შესახებ.

ამასთან, განცხადების თანახად, სახალხო დამცველმა დამატებით, მიმართა სამართალდამცავ უწყებას - მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება სავარაუდო იძულების, ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე. ვინაიდან, ახალგაზრდას არ აქვს სხვა საცხოვრებელი, იგი სახალხო დამცველის შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციით დროებით განთავსდა უსაფრთხო გარემოში. სახალხო დამცველი მონიტორინგს გაუწევს მისი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესს.

„საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრები და ყოფილი აღსაზრდელების უფლებრივი მდგომარეობის დაცვას. პროაქტიულად შესთავაზონ მათ უსაფრთხო გარემო და დაიცვან ნებისმიერი ფორმის ძალადობის, ზეწოლისა და იძულებისგან. ამასთან, გაგრძელდეს და ყოველგვარი დაყოვნების გარეშე მოხდეს იქ მყოფი არასრულწლოვნების რეინტეგრაცია ოჯახებში და ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში განთავსება ალტერნატიული ზრუნვის ადგილებში”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ომბუდსმენი ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა