ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა განცხადებას ავრცელებს

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტრომ პირველადი ფინანსური დახმარება გაუწია ხანძრით უკიდურესად დაზარალებულთა ოჯახებს.

ასევე, კომისიის გადაწყვეტილებით, ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს სახლების აღსადგენად საჭირო მასალებისთვის მიზნობრივი ვაუჩერი გადაეცათ. ხოლო იმ დაზარალებულ მოქალაქეებს, რომლებსაც ხანძრის შედეგად არასაცხოვრებელი ნაგებობები დაეწვათ, მატერიალური დახმარება გაეწია.

“ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალის შესწავლისა და აღმოფხვრის მიზნით შექმნილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო კომისია ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად კვლავ აგრძელებს ინტენსიურ კომუნიკაციას ხანძრით დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობასთან და რეგულარულად მუშაობს მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისთვის”, - ნათქვამია უწყების პრესრელიზში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა