შუქრუთის მოსახლეობამ შიმშილობა შეწყვიტა

შუქრუთის მოსახლეობამ პროტესტი და შიმშილობა შეწყვიტა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი ნეფარიძემ განუცხადა, შუქრუთის მოსახლეობასა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება შედგა.

„შევთანხმდით, მოხდა ჩვენსა და კომპანიას შორის შეთანხმება, ოფიციალურად გაფორმდა დოკუმენტაცია ხელმოწერით და ამის შემდეგ შეწყდა პროტესტი. ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება“, - განაცხადა ნეფარიძემ.

ცნობისთვის, სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების ნაწილი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავდა. მათმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. როგორც ისინი აცხადებდნენ, კომპანიის საქმიანობის გამო სახლები ენგრევათ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა